"ლოს გალაქტიკოსი"

"ლოს გალაქტიკოსი"

მოგესალმებით ჰალას ძვირფასო მომხმარებლებო.


მწერლის სტატუსის მონიჭებისთანავე ფიქრი დავიწყე იმაზე,თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი პირველი სტატია.სულ 3 წამი დამჭირდა იმის გადასაწყვეტად,რომ ეს სტატია "ლოს გალაქტიკოსისთვის" უნდა მიმეძღვნა,ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ის საოცარი ხანა, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლებმა ერთ გუნდში მოიყარეს თავი.დროზე,როდესაც რეალი აჩვენებდა იმ თამაშს,რომლითაც მოხიბლული იყო სრულიად საფეხბურთო სამყარო.არ ჰქონდა აზრი,გიყვარდა თუ არა "ბლანკოსი",იყავი თუ არა სხვა გუნდის ფანი, მადრიდელთა "თეთრი ბალეტი" ყველას სიამოვნებას ჰგვრიდა.

"ლოს გალაქტიკოსი" საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლდათ პერესისთვის,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის საუკეთესო კლუბის,საოცარ ხანას.
"ფლორენტინო პერესი" პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული იქნა 2000 წელს(2000–2006).პერესი იმ პირობით მოვიდა კლუბში,რომ გაისტუმრებდა ყველა საგარეო ვალს,ააშენებდა ძლიერ გუნდს და ყველაფერს გააკეთებდა წინსვლისთვის.მან დანაპირები შეასრულა,გაისტუმრა მილიონობით ევროს ოდენობის ვალი და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, იყიდა ყველა ის ფეხბურთელი,რომელიც იმ დროისთვის ბრწყინავდა.ძვირადირებული ტრანსფერების შემდეგ, "სამეფო გუნდმა" ხალხის ყურადღება მიიპყრო და უძლიერეს ეროპულ კლუბად ჩამოყალიბდა.

ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი,რომელსაც დიდი გამოხმაურებები მოჰყვა "ლუიშ ფიგუს" "ბარსელოდიდან","რეალში" გადმოყვანა გახდა,რომელიც ფლოროს 45 მილიონი ევრო დაუჯდა."ფიგუ" გახლდათ საფუძველი,საჩემპიონო გუნდისა,რომელიც ნელ–ნელა შენებას იწყებდა.შეუძლებელია იმ ზეწოლის დავიწყება,რაც პორტუგალიელის მიმართ ხორციელდებოდა "კლასიკოში".ეს იყო სრულიად საფეხბურთო სირცხვილი და ამაზრზენი სანახაობა,როდესაც "კატალონიელები"მოედანზე გასულ მოთამაშეს,ბოთლებს,ღორის თავებს და სხვა საგნებს ესროდნენ.ამ ყველაფრის შემდეგ ძნელი დასაჯერებელია, რომ მადრიდელებმა მოსისხლე მტრის რიგებიდან, კვლავ რომელიმე ფეხბურთელის გადმობირება სცადონ.

პერესმა შემდეგი ნაბიჯებისთვის დაიწყო მზადება და იმავე ზაფხულს მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული "ზინედინ ზიდანი" გადმოიბირა, 75 მილიონ ევროდ.

რეალის მიზანი,გაძლიერება და თითოეული პოზიციის უმაღლესი კლასის ფეხბურთელისთვის მინდობა გახლდათ,ამიტომ პერესმა კვლავ დაამტკიცა,რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო და მადრიდელთა რიგებს, კიდევ ერთი გენიალური მოთამაშე "ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო" დაამატა.ასევე ასპარეზზე გამოჩნდნენ ყველასთვის ნაცნობი ლეგენდები:"რობერტო კარლოსი","იკერ კასილასი და თეთრი კაპიტანი,რეალის სული და გული"რაულ გონსალეს ბლანკო."

წარმატებამ რათქმაუნდა არ დააყოვნა და 2000–2001 წელს, რეალი "პრიმერა დივიზიონის" გამარჯვებული გახდა.2001–2002 წლებში კი გუნდმა რიგით მეცხრე "ჩემპიონთა ლიგის თასი" აღმართა.ფინალი "რეალსა" და "ლევერკუზენს" შორის შედგა,სადაც თეთრებმა რაულის და ზიდანის გოლების წყალობით მოიგეს(2–1).ამავე პერიოდში დადასტურდა "დევიდ ბექემის" ტრანსფერი მანჩესტერიდან,რომელიც კლუბს 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

ვარსკვლავური შემადგენლობის წყალობით "რეალი" დომინანტი გახდა ევროპაში და ფინანსურადაც კარგად იხეირა.

პერესის გადადგომის შემდეგ, 2006 წელს "რეალის" ახალ პრეზიდენტად აირჩიეს რამონ კალდერონი. ამ დროს, "მერენგების" თავკაცად დაინიშნა ფაბიო კაპელო. თუმცა, ის მალევე გაანთავისუფლეს. 2007-08 წლების სეზონში, "რეალმა" მოიგო პრიმერა დივიზიონი 31-ედ. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში "ლოს გალაქტიკოსი" დაიშალა.

2009 წელს გუნდში დაბრუნდა პერესი,რომელიც დღემდე ცდილობს ახალი გალაქტიკოს ჩამოყალიბებას და იმ დიდების დაბრუნებას,რაც 2000–2002 წლებში ჰქონდა გუნდს.მან განახორციელა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი, "კრისტიანუ რონალდუ" გადმოიყვანა გუნდში(94მილიონი ევრო),ასევე მადრიდელებს შეუერთდნენ:"რიკარდო კაკა"(65მილიონი),"ჩაბი ალოსნო"(30 მილიონი),"რიკარდო კარვალიო"(8მილიონი),"ანხელ დი მარია"(25მილიონი),"მესუთ ოზილი"(15მილიონი),"კარიმ ბენზემა"(35მილიონი),"რაულ ალბიოლი"(15მილიონი),"სამი ხედირა" და დაიბრუნეს ლივერპულში, გადასული "ალვარო არბელოა", რომელიც 5 მილიონი ევრო დაუჯდა.


იმედია ისიამოვნეთ ჩემი პირველი სიახლით.)) dle 10.1

  • nick2010
  • 1 თებერვალი 2014
  • 2955
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)