დი მარია - ცენტრში მოთამაშე „ვინგერი“

არგენტინელი შემტევი ჩიხიდან გამოვიდა.


„სამეფო კლუბიდან წასვლას არ ვგეგმავ, თავდაუზოგავად ვიბრძოლებ სასტარტო შემადგენლობისათვის“ - აღნიშნული ფრაზა დი მარიას ეკუთვნის, რომლის ადგილზეც, სეზონის დაწყებამდე ბევრი დატოვება ესპანეთის დედაქალაქს.მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ბლანკოსის“ რიგები გააძლიერა ბეილმა.ეს უკანასკნელი ანხელის პირდაპირი კონკურენტია, რამეთუ ორივე მარჯვენა ფრთიდან უტევენ მოწინააღმდეგეს.

საშობაო არდადეგებამდე, სამხრეთ ამერიკელი მაშინ ჩნდებოდა ძირითადში, როდესაც უელსელი ლაზარეთში იმყოფებოდა და ფაქტობრივად, უკვე სათადარიგოს მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ ანჩელოტიმ გამოსავალი იპოვა.ახალ ტაქტიკაზე (4-3-3) გადასვლის შემდეგ, დი მარიას აპმლუა შეეცვალა.კონკრეტულად, მოედნის ცენტრში, ალონსოსთან და მოდრიჩთან ერთად მოუწია ტრიოს შექმნა.ნიშანდობლივია, რომ ამ მომენტისათვის ანხელიტოს დიდი შრომის გაღება უწევს.შეტევაში ეფექტურ თამაშთან ერთად, მის მოვალეობაში დაცვაში ჩამოსვლაც შედის, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს.

ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, „ვინგერის“ ცენტრში გადმოწევა ამართლებს.ანჩელოტი ფეხბურთელს ენდობა და ეს უკანასკნელიც, არაფერს თაკილობს მწვანე მინდორზე.ანხელის მოთმინებამ გაამართლა.ის არ მოიხიბლა „მონაკოს“ წინადადებით და „რეალის“ თერთმეტეულში ადგილი დაიბრუნა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)