მალდინი : "კარლო რეალში ძალიან კარგად მუშაობს"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო მალდინის განცხადებით კარლო ანჩელოტის მადრიდის რეალში მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერია და იგი დიდ წარმატებას მიაღწევს...


"ვერ გეტყვით, რომ სამეფო კლუბის თამაშებს ინტენსიურად ვუყურებ, თუმცა შედეგებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ იტალიელი სპეციალისტი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს, რაც საბოლოო ჯამში დიდი წარმატების მომტანი იქნება."

"ევროპული პრესა აჭრელებულია ინფორმაციებით, რომელიც მადრიდის რეალის მშრალ სერიასთან დაკავშირებით იწურება. ოდითგანვე დედაქალაქელთა პრობლემა დაცვა იყო, მაგრამ როგორც ჩანს ანჩელოტიმ სიტუაცია დაალაგა და შეტევასთან ერთად გუნდს დაცვითი ფეხბურთის თამაშიც ძალუძს."

"კრიშტიანო რონალდუ ანჩელოტის კლუბის უდავო ლიდერი გახლავთ, იტალიელი სწორედ მასზე აგებს თამაშს და ამაში მისი გამტყუვნება არ ღირს, რადგან ფაქტია, რომ პორტუგალიელს შეუძლებელი რაღაცის ჩადენა შეუძლია."

"სერხიო რამოსს დღევანდელობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად მივიჩნევ. დრო იყო, როდესაც ის დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, თუმცა ვთვლი, რომ მისი მაქსიმუმი სწორედ ცენტრში გამოჩნდა, მისნაირი ფიზიკური მონაცემები მქონე ფეხბურთელები მსოფლიოში არც ისე ბევრნი არიან." dle 10.1

  • Hala
  • 26 იანვარი 2014
  • 2042
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)