ფერნანდო გაგომ ხელმძღვანელობას "ბოკაში" დაბრუნება სთხოვა

გამოცემა As-ის ცნობით, ფერნანდო გაგო შიშობს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებას. წლევანდელ სეზონში მან დაკარგა ადგილი მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში. ჯერჯერობით დიეგო მარადონა ენდობა ფერნანდოს, მაგრამ გაგომ სთხოვა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას მისი "ბოკა ხუნიორში" დაბრუნება, თუ მას ისევ მოუწევს სათარადიგოთა სკამზე ყოფნა. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს გაგო სწორედ "ბოკა ხუნიორსიდან" გადავიდა მადრიდულ გრანდში.


წლევანდელ სეზონში ფერნანდომ ლა ლიგაში მხოლოდ 207 წუთი ითამაშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 32 წუთი ციურიხში, ხოლო 90 წუთი "მარსელთან". ასევე არგენტინელმა ორივე შეხვედრაში ითამაშა "ალკორკონის" წინააღმდეგ, მაგრამ პირველ თამაშში ის შეცვლილი იქნა შესვენების დროს, როცა ანგარიში 3:0 იყო.

გაგოს უჭირს ძირითადისათვის ბრძოლა ხაბი ალონსოსთან, ლასთან და გუტისთან, ხოლო ბოლო პერიოდში მაჰამადუ დიარას უფრო ენდობა მწვრთნელი, ვიდრე ფერნანდოს.

თუმცა კლუბი არ ჩქარობს მეხუთე ნომრის გაშვებას. ისინი არგენტინელს მნიშვნელოვან ფეხბურთელად თვლიან, რომელიც როტაციის დროს და ტრავმების პერიოდში გამოადგება გუნდს. ასე, რომ შესაძლოა "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა მხოლოდ არენდის წესით გაშვებაზე დათანხმდეს.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 24 ნოემბერი 2009
  • 3414
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)