დიეგოსთვის დორტმუნდი და სიტი იბრძოლებენ

მას შემდეგ, რაც დიეგო ლოპესი მადრიდის რეალში გადავიდა, რამდენიმე გრანდი მუდმივად აცხადებს მასზე პრეტენზიას. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ესპანელი მეკარის გადაბირება იურგენ კლოპსაც სურს...


32 წლის კიპერი ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალს 2013 წლის იანვარში შეუერთდა, მას იკერ კასილასი რამდენიმე მატჩის განმავლობაში უნდა შეეცვალა, რადგან კაპიტანი ტრავმირებული იყო, თუმცა მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მთავარმა მწვრთნელმა პირველ გოლკიპერად აქცია, მან არც მეტი არც ნაკლები, იკერ კასილასი დასვა სათადარიგოთა სკამზე.

"ბილდის" ინფორმაციის კლოპი უკვე შეხვდა ბორუსიელთა ხელმძღვანელობას და ტრანსფერის გაჩარხვა სთხოვა, მას ძალიან სურს ესპანელის საკუთარ გუნდში ხილვა.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ დორტმუნდს არა ლოპესი, არამედ იკერ კასილასი შეუერთდებოდა, რომელიც სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის, რადგან მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, თუმცა ჭორები ჭორებად დარჩა და კასილასმა განაცხადა, რომ არსად წასვლას არ გეგმავს.

როგორც ჩანს ლოპესით მხოლოდ დორტმუნდი არ არის დაინტერესებული და მასზე პრეტენზიას მანჩესტერ სიტიც აცხადებს.

როგორც ჩანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლორენტინო პერესი რამდენიმე "ოფერს" მიიღებს, დანარჩენი კი უკვე მადრიდელთა ხელმძღვანელზე იქნება დამოკიდებული. dle 10.1

  • Hala
  • 20 იანვარი 2014
  • 1981
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)