რონალდუს ყველა "ბუცი", რომელიც მან 2013 წელს მოირგო

რონალდუმ გატანილი გოლებითა და საგოლე გადაცემების წყალობით 2013 წელს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა მას შემდეგ, რაც 2008 წელს მოპოვებული ანალოგიური ჯილდოს შემდეგ ზედიზედ 4 წელი ლიონელ მესი არავის არ აკარებდა ამ ჯილდოსთან.


გარდა თავისი დიდებული თამაშისა მოედანზე, კრიშტიანო რონალდუ ასევე მრავალფეროვნებიტაც გამოირჩეოდა 2013 წელს. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია მისი "ბუცები", რომელიც Nike-მა სპეციალურად მისთვის რამოდენიმეჯერ ახალიც კი დაამზადა. გთავაზობთ მის მიერ მთელი წლის მანძილზე მორგებულ სხვადასხვა ფორმის "ბუცებს"

რონალდუს ყველა "ბუცი", რომელიც მან 2013 წელს მოირგო


რონალდუმ 2013 წელი კომპანია Nike-ის მიერ 2012 წლის ოქროს ბურთის ღონისძიების დაწყების წინ მომზადებული სპეციალური Mercurial Vapor-ის მოდელით დაიწყო. მაშინ რონალდუმ მეორე ადგილი დაიკავა მესის შემდეგ. მან ეს ბუცები მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე შეხვედრაში ჩაიცვა, მათ შორის პირველად 06 იანვარს "რეალ სოსეიდადის" წინააღმდეგ მატჩში, სადაც მან 2 გოლი გაიტანა და წელი მშვენიერ ფორმაში დაიწყო. რამოდენიმე დღის შემდეგ, მან ეს ბუცები კვლავ ჩაიცვა, ოღონდ უკვე "სელტას" წინააღმდეგ კოპა დელ რეის შეხვედრაში, სადაც ჰეთრიკის შესრულება შეძლო, ერთი კვირის შემდეგ ანალოგიური განმეორდა "ვალენსიასთანაც".

რონალდუს ყველა "ბუცი", რომელიც მან 2013 წელს მოირგო


20 იანვრისთვის რონალდუს განკარგულებაში უკვე იყო ახალი და პირველი Nike Mercurial Vapor IX-ი, თავის ორიგინალურ ფერში. მოწინააღმდეგე კვლავ "ვალენსია" იყო, ამჟამად უკვე ლა ლიგის ეგიდით და მან ამჯერადაც ორი ბურთის შეგდება შეძლო ახალი ბუცებით.

რონალდუს ყველა "ბუცი", რომელიც მან 2013 წელს მოირგო


მარტის დასასრულისკენ უკვე მოვიდა დრო, რომ ახალი ბუცები შეეცვალა. ამ დროისთვის Nike-მა გამოუშვა სპეციალური გამოშვება CR7 ბუცები თეთრი და ფორთოხლისფერი ფერებით. რონალდუმ ისინი პირველად 30 მარტს "ლა როსალადაზე" მოირგო ლა ლიგის მატჩში "რეალ სარაგოსას" წინააღმდეგ. რონალდუმ ამჯერადაც გაიტანა ხალი ბუცებით, მაგრამ პორტუგალიელი მხოლოდ ერთი გოლით დაკმაყოფილდა. რონალდუმ ის სეზონი ამ ბუცებით დაასრულა, მათ შორის ამ ბუცებით ითამაშა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც.

რონალდუს ყველა "ბუცი", რომელიც მან 2013 წელს მოირგო


"მადრიდის რეალის" წინასასეზონო მზადების დაწყებისას "თეთრების" ფეხბურთელმა ახალი ფერის ბუცები მოირგო, მაგრამ ამ ბუცებით ჩატარებული პირველი შეხვედრა გასნხვავდებოდა სხვებისგან. "მადრიდის რეალმა" დაამარცხა "ბოურნემოუტი". რონალდუმ ეს ბუცები ასევე გამოიყენა ლოს ანჯელესში ჩატარებული შეხვედრისას "ლოს ანჯელეს გალაქსის" წინააღმდე და სხვა შეხვედრებშიც, რომელიც "მადრიდის რეალმა" ა.შ.შ-ში ჩაატარა.

რონალდუს ყველა "ბუცი", რომელიც მან 2013 წელს მოირგო


წლის დასასრულისთვის, უკვე დრო იყო, რომ Nike ახალი CR7 Mercurial Vapor-ი გამოეშვა. ამჯერად Nike-მა განსხვავებული ფერი აირჩია და შავი და ლურჯი შეუხამა ერთმანეთს. ამ ბუცების დებიუტი არ იყო მთლად ტრიუმფალური, ვინაიდან "ელ კლასიკოში" მან უკვე გოლის გატანა ვერ მოახერხა. ამ ბუცებით მისი საუკეთესო თამაში თარიღდება 2013 წლის ნეომბრის თვით, როცა შვედეთის ეროვნულ ნაკრებს სამი გოლი გაუტანა და ორი მატჩის ჯამში პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. dle 10.1

  • shvela
  • 14 იანვარი 2014
  • 5371
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)