ფრანცისკო პუნიალი : "რეალს ჩვენთან თამაში ყოველთვის უჭირს"

მადრიდის რეალის დღევანდელი მეტოქის, პამპლონის ოსასუნას გამოცდილმა ნახევარმცველმა, ფრანცისკო პუნიალმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ოპტიმიზმით აღსავსე ჩავიდა ესპანეთის დედაქალაქში და ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად...


"ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია, ჩვენი საიდუმლო სწორედ ეს არის. არ აქვს მნიშვნელობა გრანდს ვეთამაშებით და საშუალო დონის გუნდს, მუდმივად ბოლომდე ვიხარჯებით რაც ხშირად ხდება წარმატების საწინდარი."

"მადრიდელთა წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, მათი კოლექტივი მუდმივად ვარსკვლავებით გადაჭედილი იყო, თუმცა არასდროს დავნებებულვარ, ხშირად ფიასკო განგვიცდია, მაგრამ ეს ჩვენ შემართებას არ ახშობდა."

"სამეფო თასზე შორს გასვლა გვსურს, მაგრამ დიდი ბარიკადი ჩემპიონატის სტარტშივე აღიმართა "ბლანკოსის" სახით, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ."

"დედაქალაქელებისთვის სასურველი მეტოქე პამპლონური კლუბი ნამდვილად არ არის, რადგან ხშირად ვყოფილვართ მათი წარუმატებლობის მიზეზი."

"კარლო ანჩელოტის მთავარი კოზირი კრიშტიანო რონალდუ გახლავთ, პირველ რიგში მისი განეიტრალება უნდა მოხდეს, ხოლო შემდეგ უკვე შეიძლება სხვა ფეხბურთელებზე გადართვა და მათზე საუბარი." dle 10.1

  • Hala
  • 9 იანვარი 2014
  • 1382
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)