ბენიტესი : "თუკი მატას რეალი შესთავაზებს, ჩვენ უძლურნი ვიქნებით"

რაფაელ ბენიტესის განცხადებით, ხუან მატა ლონდონის ჩელსის აუცილებლად დატოვებს, რადგან იქ მან ნდობა დაკარგა და წინ მუნდიალია, სადაც მას ძალიან სურს გამგზავრება...


"ჩემი აზრით ესპანელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია, მასში დიდი პოტენციალი დევს, რისი არ დანახვაც უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ როგორც ჩანს ჟოზე მოურინიოს განსხვავებული სტილით სურს თამაში და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს ხუანი საუკეთესო თვისებების გამომჟღავნებას."

"ჩვენ "არისტოკრატებთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა ვიცით, რომ კონკურენტები გვყავს, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მატას ნაპოლის ფორმაში გამოწყობილს, მე მასთან მუშაობის პრაქტიკა უკვე მაქვს და ვიცი, რომ ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში ჩვენი პრეტენზიები უფრო მაშტაბური გახდება."

"პრობლემას მხოლოდ ის ქმნის, რომ თუ ფლორენტინო პერესმა რომან აბრამოვიჩს სოლიდური თანხა შესთავაზა, არც გუნდის მფლობელი იქნება წინააღმდეგი და არც ფეხბურთელი ესპანეთში გადასვლის, რადგან ხუანი ყოველთვის მადრიდისტა იყო და ყოველთვის ამბობდა, რომ ოდესღაც აუცილებლად მოირგებდა მადრიდის რეალის მთავარი გუნდის ფორმას, ეს მისი ოცნება გახლდათ, აქედან გამომდინარე თუკი დედაქალაქელები მოლაპარაკებებში ჩაერივნენ, ჩვენ უძლურნი ვიქნებით." dle 10.1

  • Hala
  • 8 იანვარი 2014
  • 1496
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)