ანჩელოტი: „რონალდუს პოზიცია შევუცვალე“

კარლო ანჩელოტიმ 2014 წლის პირველი ოფიციალურ თამაში შეაჯამა.


„პირველი ტაიმმა ნელ ტემპში ჩაიარა და ამაში გასაკვირი არაფერია, რამეთუ საშობაო არდადეგების შემდეგ, ფეხბურთელები შესაბამისი ინტენსიურობით ვერ გამოირჩევიან.ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთავარია ქულების მოპოვება.მატჩმა ცხადყო, რომ დაცვაში გარკვეული პრობლემებია და აუცილებლად ვიმუშავებთ ბალანსის მოძიებაზე.ლიდერებს 5 ქულით ჩამოვრჩებით.საჭიროა უკეთესი თამაშის ჩვენება.“

„მეორე ნახევარში კრიშტიანუს პოზიცია შევუცვალე.პორტუგალიელს ვინგერად უყვარს თამაში, თუმცა ვიგოელების წინააღმდეგ, ბენზემას უკან მოუწია ასპარეზობა და საკმაოდ ნაყოფიერადაც, რამეთუ 2 გოლის გატანა მოახერხა.“

„ალონსოს ყური ატკივდა და შეცვლა მოითხოვა.ვნახოთ, რას იტყვიან ექიმები.“

„ბენზემამ მოსაწონად ითამაშა.ის განსაკუთრებული ჟინით აგორებდა ბურთს.ზოგჯერ მეტოქეს საქმეს უადვილებს, მაგრამ დღეს პირიქით იყო.“

„არდადეგების შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება რთულია.ისკოც დრო ესაჭიროება.დღევანდელ შეხვედრაში სივრცეების შექმნა ადვილი არ იყო.“

„„ოსასუნასთან“ მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობას შევარჩევ, რამეთუ თავდაჯერებულობისათვის მნშვნელოვანია გამარჯვებათა სერიის გაგრძელება.შესაძლოა, ხესე პირველი წუთიდან ვიხილოთ მოედანზე, თუ ვინმემ ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო.ამ მომენტისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია ფიგურაა.ვფიქრობ, ის მეტად პოზიტიურია, როდესაც მეორე ტაიმში შემოდის, დაღლილ მცველებთან საპაექროდ.“

„გუნდი ბოლომდე კარგად დაბალანსებული არ გახლდათ.რამდენჯერმე სწრაფი შეტევა გაგვეპარა.ვგონებ, კარვახალმა დიდებულად ითამაშა, როგორც წინ, ასევე უკან.მის აქტიურობის 2 გოლი მოყვა.გარკვეული ასპექტები გამოსწორებას საჭიროებენ.“

„დი მარია, როგორც დანარჩენები, ძალისხმევას არ იშურებდა.არგენტინელს მაშინ მოუწია მოედნის დატოვება, როდესაც ტრიბუნებზე სტვენა იყო ატეხილი.ამაში ცუდი არაფერია.“

„სიმართლე გითხრათ, ანხელის ჟესტი არ დამინახავს.თუ ის გააკეთა, რასაც თქვენ ამბობთ, რა თქმა უნდა, შეცდომაა, მაგრამ არა მიუტევებელი.ჩვენ გვჯერა მისი და ვენდობით.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)