The Telegraph : "არსენალი 6 თვიანი არენდისთვის 2 მილიონს გამოყოფს"

მოგეხსენებათ, არსენ ვენგერი ძალიან არის დაინტერესებული ალვარო მორატას შეძენით, თუმცა კარლო ანჩელოტი არაფრის დიდებით არ თმობს ესპანელ ფორვარდს...


The Telegraph-ის ინფორმაციით ლონდონელები მზად არიან ესპანელი ფორვარდი 6 თვიანი იჯარით აიყვანონ და 30 ივნისამდე საკუთარი გუნდის რიგებში იყოლიონ, მაგრამ ამასთანავე კონტრაქტში უნდა ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც "მეთოფეებს" ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლებათ.

გამოსყიდვის შემთხვევაში რა ოდენობის თანხა უნდა გადაიხადონ ლონდონელებმა ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ეს კოლოსალური იქნება, რადგან პერესს არ სურს საკუთარი იმედის და შეგირდის სხვის ბანაკში გაშვება.

იმ შემთხვევაში თუ მორატა ვენგერთან წავა, წყალი არ გაუვა, რომ დიდ გამოცდილებას მიიღებს სხვა ჩემპიონატში თამაშის და უდიდეს მწვრთნელთან მუშაობის, რომელსაც ძალიან უყვარს ახალბედებთან ურთიერთობა. ეს ერთი მხრივ კარგი იქნება "ბლანკოსისთვის", მაგრამ პრობლემა მაშინ გაჩნდება, თუ ალვარო პრემიერ ლიგაში დარჩენას მოინდომებს და არსენალიც შესაბამის თანხას გადაიხდის.

თავად ფეხბურთელს არაერთხელ განუცხადებია იმის შესახებ, რომ მშობლიურ კლუბში დარჩენა სურს და მისი მიზანი კარიერის მადრიდის რეალში დასრულება გახლავთ, რადგან წლების მანძილზე ემსახურება მადრიდულ გერბს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, აქედან გამომდინარე ფიქრის დროს ორივე მხარეს აქვს. dle 10.1

  • Hala
  • 5 იანვარი 2014
  • 2185
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)