ალონსო: „არბელოასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს“

„ბლანკოსის“ საყრდენმა ნახევარმცველმა, ჟურნალ Club del Deportista-ს საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი.


- კარიერის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის, მუნდიალისა და ევროპის პირველობის გამარჯვებულნი გახდით.დარჩა ისეთი ტიტული, რომელიც არ მოგიგიათ?
- ყოველი სეზონი წინ, ახალი მიზნების დასახვა ხდება.სამეფო კლუბის შემადგენლობაში, ლიგის, ლა ლიგისა და თასის მოგება მინდა, ხოლო ზაფხულში, ტიტულის დაცვა გვმართებს.

- რა განსხვავებაა კლუბსა და ნაკრებში თამაშს შორის?
- ორივე შემთხვევაში, ფეხბურთელი დიდი პასუხისმგებლობით უნდა იყოს აღჭურვილი.პატივია, როგორც კლუბის, ასევე ნაკრების ღირსების დაცვა.

- საფეხბურთო ოჯახში დაიბადეთ...
- მახსოვს, რა სიხარულით ვთამაშობდი ძმასთან ერთად ფეხბურთს პარკში.

- რაში დახარჯეთ პირველი ხელფასი, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში მიიღეთ?
- მე და ჩემმა ძმამ მანქანა ვიყიდეთ, რათა ვარჯიშებზე გვევლო, თუმცა შემდეგ მუდამ ვკამათობდით, ვინ უნდა დამჯდარიყო საჭერსთან.გამომდინარე იქედან, რომ უფროსი იყო, ხშირად ის იმარჯვებდა.

- ცუდი მოგონებები კარიერიდან...
- ფეხბურთში ყოველთვისაა მწარე მოგონებები.ცუდად მახსენდება „სოსიედადის“ რიგებში, ბოლო მატჩში ხელიდან გაშვებული ჩემპიონობა და განვლილი 3 წლის განმავლობაში, ლიგის ფინალში ვერ გასვლა.

- კარიერის დასაწყისში ფიქრობდით, რომ მაღალ მწვერვალზე ახვიდოდით?
- იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებსაც წინასწარ აქვთ გაწერილი კარიერა.მუდამ ვცდილობდი, თამაშიდან თამაშამდე მეცხოვრა.ვფიქრობ, რომ მიზნები კონკრეტული და გასაგები უნდა იყოს.როდესაც მუნდიალი მოვიგეთ, თვალზე ცრემლი მომაწვა, თუმცა მყისვე შევიკავე თავი.წაგება უფრო ტოვებს კვალს, ვიდრე გამარჯვება.

- სპორტსმენებიდან ვინ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე?
- მიგელ ინდურაინმა, მაიკლ ჯორდანმა, რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა.ეს ადამიანები განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელნი არიან და მაგალითს წარმოადგენენ სხვებისთვის.

- როგორ ფიქრობთ, ლიდერებად იბადებიან თუ შემდეგ ხდებიან?
- ვგონებ, რომ იბადებიან, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად აღწევს ამას ადამიანი.

- რომელ ფეხბურთელთან გაქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა?
- არბელოასთან.კარიერის უმეტესი ნაწილი ალვაროს გვერდით გავატარე.

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)