ვალდანო უკანა ხაზს აქებს

ხორხე ვალდანო კმაყოფილია "რასინგთან" ჩატარებული შეხვედრით, მითუეტეს დაცვის შესანიშნავი თამაშით.


"ჩვენ ბევრი შანსი გვქონდა და იქიდან ერთი გამოვიყენეთ, მაგრამ გაცილებით მეტი უნდა გაგვეტანა. რამოდენიმე შეცდომა დავუშვით, ბურთი ბევრჯერ უაზროდ დაიკარგა, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ მადიდისტების გარჯით. მე ვფიქრობ, რომ მთავარი შედეგია ჯერ–ჯერობით. მეტოქემ სიურპრიზები ვერ შემოგვთავაზა, მაგრამ ღირსეული წინააღმდეგობა ნამდვილად გაგვიწია. ეს გახლდათ ტიპიური მაგალითი, თუ როგორ უნდა ითამაშოს ფიფას ვირუსით გადაღმლილმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატში. მეტოქეს აგრესიულად ვეთამაშეთ და თავდაჯერებულობა შემვმატეთ ერთმანეთს, სანტანდერელები ცოტა არ იყოს დაიბნენ. აღფრთოვანებული ვარ უკანა ხაზის თამაშით, მათ შეცდომა არ დაუშვიათ."

"ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონატში, რაც ამჟამად ყველაზე დიდ მნიშვნელობას იძენს. იმედი მაქვს ტრავმირებული ფეხბურთელები მალე შეძლებენ დაბრუნებას. "

"ჩვენ კამპ ნოუს ლიდერის რანგში ვეწვევით და სწორედ იქ გაირკვევა, თუ ვინ არის ჩვენში უფრო ძლიერი. მე ჩემს ფეხბურთელებში აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ და ბოლომდე მჯერა მათი შესაძლებლობების."

"როდესაც სტადიონზე მივდივარ, გულშემატკივარი მეუბნება, რომ ოთხი ან ხუთი გოლის ნახვა სურთ მეტოქეთა კარის ბადეში. ეს ყოველთვის არ არის მართებული წინადადება, რადგან ხშირად მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვყავს. "ციურიხი" მეტად ძლიერი მეტოქეა ჩვენთვის და სერიოზული გამოცდის ჩაბარებაც მოგვიწევს სანტიაგო ბერნაბეუზე, მაგრამ წარმატებაში ყოველთვის დარწმუნებული ვართ. "ალკორკონმა" კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა, იმ შეხვედრამ ყველა დაგვანახა, რომ არც ერთ გუნდთან არ შეიძლება ყურადღების მოდუნება."

"კრიშტიანომ დიდი ნაბიჯები გადადგა გამოჯანმრთელებისკენ, მისი თამაში მაინც საეჭვოა ჩემპიონთა ლიგაზე, მას ბევრი პერიოდი გაუცდა, მაგრამ იმედი მაქვს დრო მაინც გამოინახება მისთვის. ჩვენ მას ყველაფერში გვერდში ვუდგევართ და იმედია მალე დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას. შანსი არსებობს, რომ ოთხშბათს რამოდენიმე წუთით მაინც გამოიყვანოს მწვრთნელმა მოედანზე რონის."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 22 ნოემბერი 2009
  • 3293
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)