სენიორ ხესე

2013 წლის მაჟორულ ნოტაზე დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მადრიდელი მშობლიურ კანარის კუნძულებზე გაემგზავრა საშობაო არდადეგების გასატარებლად.


ალბათ, გასულ სეზონში კასტილიაში მოასპარეზე შემტევი, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, „რეალის“ გამარჯვებაში ლომის წვლილს შეიტანდა და ისეთი ადამიანებისგან მიიღებდა საქებარ-სადიდებელ სიტყვებს, როგორებიც რონალდუ, რამოსი და ზიდანი არიან.სამეფო კლუბის აკადემიის დამრიგებლებს ხესეს პოტენციალში ეჭვი არასოდეს შეპარვიათ, თუმცა ამ აზრზე არ გახლდათ მოურინიო, რომელმაც 3 წლიანი მოღვაწეობის დროს, მხოლოდდამხოლოდ უყურადღებობა გამოიჩინა ყველაზე პერსპექტიული მოთამაშესადმი.

როდრიგესი 14 წლიდან „ბლანკოსში“ ირიცხება.მეორე გუნდში ასპარეზობისას, 10 ნომრიან მაისურს ატარებდა და ღირსეულადაც.სწორედ მისი გოლებისა და ფეერიული თამაშის წყალობით, კასტილიამ სეგუნდაში გადმოსასვლელი საგზური მოიპოვა.

20 წლის თავდამსხმელი მეორედ დაიბადა, როდესაც ზაფხულში პირადად პრეზიდენტისგან გაიგო, რომ მის გასხვისებას არ აპირებდნენ.მეტიც, 24 ივლისს, მან ახალი კონტრაქტი გააფორმა გუნდთან და უკვე ოფიციალურად მთავარ შემადგენლობაში ჩაირიცხა.

ესპანეთში ფიქრობენ, რომ დროთა განმავლობაში, ხესე იზრდება, როგორც ფეხბურთელი და როგორც პროფესიონალი.არ არის გამორიცხული, რამდენიმე წელიწადში მისი სახით მსოფლიო ვარსკვლავიც მივიღოთ.

და ბოლოს, ხესეთი ძალიან ამაყობს მამა, რომელსაც ფეხბურთელმა, პირველ გუნდთან ახალი ხელშეკრულების დადების შემდეგ, სამსახურზე დაანებებინა თავი.უახლოეს მომავალში, მშობლებისთვის, რომელთა სახელებიც ხელებზე აქვს ამოტვიფრული, სახლის ყიდვასაც აპირებს.

ცნობისათვის, ხესეს შვილსაც ხესე ქვია.

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)