ჯეფერსონ ფარფანი : "ძლიერი მეტოქე მოტივაციას გვმატებს"

შალკეს შემტევის, ჯეფერსონ ფარფანის განცხადებით, მადრიდის რეალთან დაპირისპირება ერთი-ორად ამაღლებს მოტივაციას, რადგან ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და მათი დამარცხების შემთხვევაში არა მხოლოდ გერლზენკიხენური გუნდი, არამედ მთელი გერმანია გადადგამს უდიდეს ნაბიჯს წინ...


"მადრიდულ გიგანტს არასდროს აკლდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, იქ ყოველთვის რჩეულები თამაშობდნენ."

"ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა იგებს თუ არა ტიტულს "ბლანკოსი", მთავარი ის არის, რომ ესპანელები მოედანზე ნამდვილ სპექტაკლს დგამენ და მათი ასპარეზობის ყურება, განსაკუთრებით სანტიაგო ბერნაბეუზე ერთი სიამოვნებაა."

"ჩვენთვის დიდი გამოწვევაა "მერენგებთან" თამაში, ვიცით, რომ მინიმალური შანსი გვაქვს კარლო ანჩელოტის დამოძღვრილ გუნდთან, მაგრამ სწორედ ასეთი რთული შეხვედრის წინ უდიდესი მოტივაცია გვექნება, ჩვენ უკვე ვფიქრობთ თებერვლის მატჩზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება და რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება."

"კრიშტიანო რონალდოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, მასთან ჭიდილი ნებისმიერ ფეხბურთელს უჭირს, არ ვიცი ვინ გახდება ოქროს ბურთის მფლობელი, მაგრამ პორტუგალიელს ტიტულის მოგების დიდი შანსი აქვს, რადგან შესანიშნავი წელი ჰქონდა."

"შალკეს ყოველთვის შეუძლია ერთ მატჩზე კონცენტრირება, ჩვენ არაერთი ძლიერი მეტოქე დაგვიმარცხებია და იმედი გვაქვს მადრიდის რეალს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ. ვგონებ, თუკი მაქსიმალურ კონცენტრაციას მოვახდენთ და ვიბრძოლებთ, ესპანელებთან საკმაოდ კარგი შანსი გვექნება." dle 10.1

  • Hala
  • 17 დეკემბერი 2013
  • 2028
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)