ევროკომისია შვიდი ესპანური კლუბის საქმეს გამოიძიებს

"მადრიდის რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკი", "ოსასუნა", "ვალენსია", "ჰერკულესი" და "ელჩე" ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, რომელთა წინააღმდეგაც ევროკომისია გამოძიების დაწყებას აპირებს.


ევროკომისია ოფიციალურ გამოძიების დაწყებას აპირებს შვიდი ესპანური კლუბის წინააღმდეგ, საქმე ეხება არალეგალური დახმარებების მიღებას სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გარსია მარგალო ავრცელებს.

მინისტრმა განაცხადა, რომ სახელწიფოს პოზიცია უცვლელია და ის უარყოფს რამე არალეგალური დახმარების გაცემას ზემოთხსენებულ კლუბებზე და რომ ისინი მზად არიან სასამართლოში დაიცვან თავიანთი თავი. "რა თქმა უნდა, ესპანეთის მთავრობა აპირებს ბოლომდე ბრძოლას და ესპანური კლუბების დაცვას"-განაცხადა გარსია მარგალომ.

ევროკომისია იძიებს სამ სხვადასხვა საქმეს , რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არალეგალურ დახმარებას ეხება. "მადრიდის რეალის", "ბარსელონას", "ბილბაოს ატლეტიკის" და "ოსასუნას" საგადასახადო სტატუსი იქნება გამოძიებული. ეს კლუბების კორპორტაიული საზოგადოება არ არიან და შეიძლება ეს მათ საგადასახადო უპირატესობებს აძლევდეს სხვებთან მიმართებაში.

"მადრიდის რეალის" წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ ასევე ძველი სამწვრთნელო ბაზასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ მადრიდში (აღნიშნული ბაზის მიწას შემდეგში კატეგორია შეუცვალეს და ის ბიზნეს ზონა გახდა). "ატლეტიკს" ასევე აღუძრავენ საქმეს ახალი "სან მამესის" მშენებლობაში საჯარო პირების ჩართვის გამო.

გამოძიება 18 ან 19 დეკემბერს დაიწყება. ამის შემდეგ მხარეებს ოთხთვიანი ვადა აქვთ სამხილების წარსადგენად, რის შემდეგაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ არალეგალურ დახმარებას ქონდა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ კლუბებს შესაბამისი ფულადი სანქციები დაეკისრებათ. dle 10.1

  • shvela
  • 17 დეკემბერი 2013
  • 2292
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)