"კასტილია" "რეალ ოვიედოს" დასამარცხებლად ემზადება

ამ უქმეებზე "რეალ მადრიდ კასტილიაც" გამართავს შეხვედრას სეგუნდა ბ-ში.მადრიდელები "ალფრედო დი სტეფანოზე" "რეალ ოვიედოს" მიიღებენ.მარკოს ალონსოსა და გარის განცხადებით, მომავალი დაპირისპირებისათვის ფეხბურთელები ძალზედ მოტივირებულნი არიან, რამეთუ აღნიშნული მეტოქე მათი ისტორიული მოწინააღმდეგეა.


"რეალ ოვიედოსთან" პაექრობა არანაკლებ მნიშვნელოვანია "კასტილიის" თავკაც, ალხენადრო მენენდესისთვის.წარსულში ის სწორედ ამ გუნდს წვრთნიდა.

მარკოს ალონსო: "რეალ ოვიედო" ჩვენი ისტორიული მეტოქეა.აღნიშნული ფაქტი, დამატებითი მოტივაციაა ჩვენთვის.მოწინააღმდეგეს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს.ამას ემატება ისიც, რომ სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესება გვწყურია.ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, დიდი თამაში გველის."

"მწვრთნელი კარგად იცნობს ჩვენს მეტოქეს.მან მიზნად დაგვისახა 3 ქულის აღება და გვითხრა, რომ უნდა ვითამაშოდ ისე, როგორც გვჩვევია.სატურნირო ცხრილში, მხოლოდ 9 ქულით ჩამოვრჩებით უმაღლესს საფეხურს.საჭიროა 3-4 გამარჯვების ზედიზედ მოპოვება, რათა გათამაშების სათავეში მოვექცეთ."

გარი:
"ჩვენ გავიღებთ ყველაფერს, რათა გამარჯვება ჩვენს ხელთ დარჩეს.წინასწარ ვიცი, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება."ოვიედო" კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია.ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ორივე კლუბს ძალზედ ესაჭიროება სამი ქულის აქტივში ჩაწერა."

"თავკაცმა გვითხრა, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რაც იმის მაუწყებელია, რომ ადვილი გასეირნება არ გველის.მომენეტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ყველანაირად უნდა ვეცადოთ საკუთარი კარის მშრალად შენახვას."

"კასტილიამ სეზონი წარუმატებლად დაიწყო.ვიმედოვნებ, ქომაგების დახმარებთ შევძლებთ მოწოდების სიმაღლეზე გასვლას."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Es


პ.ს. სურათზე გამოსახულია "კასტილიელი" გარი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)