ეზეკელ გარაი: "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია"

ეზეკელ გარაი 4 წლის განმავლობაში იცავდა სანტანდერის "რასინგის" ღირსებას.ფეხბურთელის საუკეთესო სეზონი "რასინგში" 2006-07 წლების სეზონში დადგა, როდესაც მან 10 გოლის გატანა შეძლო ლა ლიგაზე.


- მომავალი დაპირისპირება ერთობ მნიშვნელოვანია შენთვის...
- ჩემი სანტანდერული კარიერა შესანიშნავი იყო.რასაკვირველია, ეს დაპირისპირება მნიშვნელოვანი ჩემთვის.იმედია ვითამაშებ.

- როგორ ითამაშებენ ისინი ბერნაბეუზე?
- "რასინგში" 1 კვირის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ხუან კარლოს მანდია გაათავისუფლეს.ახლა საჭიროა ახალ თავკაცთან შეგუება და მისი იდეების სრულყოფილად განხორციელება.რა თქმა უნდა, ეს გარემოება დროს მოითხოვს.ბიჭებმა მოიგეს თავიანთი ბოლო შეხვედრა კოპა დელ რეიზე.ვგონებ, ისინი მაქსიმუმ გაიღებენ მადრიდში.

- რა ტაქტიკით ითამაშებენ სანტანდერელები?
- ვფიქრობ, ძირითადად კონტრ-შეტევებზე ააგებენ თამაშს.ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რამეთუ ისინი სახიფათონი არიან გრძელი პასებისა და სისწრაფის კომპონენტში.

- რა ისწავლე "რასინგში" თამაშის დროს?
- მე იქ ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.მე მადლობელი ვარ ყველასი.

ეზეკელ გარაი: "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია"


- "რასინგის" დამარცხება მნიშვნელოვანია, რამეთუ დიდი ალბათობაა იმისი, რომ კატალონიელები ბასკეთიდან 1 ქულით ან საერთოდ უქულოთ წამოვიდნენ...
- ჩვენი მიზანია გამარჯვების მოპოვება და სატურნირო ცხრილის მაღალ საფეხურეზე ადგილის დამკვიდრება.ვფიქრობ, ნაკლებად მნიშნელოვანია თუ რას იზამს "ბარსა" ბასკეთში.ჩვენ ამ გარემოებაზე არ ავამახვილეთ ყურადღებას.

- თუ "ბარსამ" ვერ მოიგო და თქვენ შეძელით 3 ქულის აღება, მაშინ "კამპ ნოუზე" ლიდერის სტატუსით წარდგებით კატალონიელების წინაშე, რაც მნიშნელოვანია...
- თუ ასე მოხვდა, რასაკვირველია, ეს ჩვენ მორალურ მდგომარეობას უფრო აამაღლებს, თუმცა ჯერ "რასინგი" დავამრცხოთ და მერე ვნახოთ "ბარსა" რას იზამს.

- როგორ ფიქრობ, "რეალს" შესწევს ძალა ლა ლიგისა და ლიგის მოგების?
- ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ორივე ტიტულის მოსაპოვებლად.

- როგორ მოერგო სამეფო გუნდის დაცვით ხაზს? ვისთან ერთად გსურს ტანდემში თამაში?
- ვფიქრობ, ყველა მოთამაშეს შეაქვს წვლილი გუნდის სიძლიერეში.

- როგორ გრძნობთ თავს დედაქალაქში?
- ძალიან კარგათ.ადაპტაციის გავლაში არგენტინელი თანაგუნდელები მეხმარებიან.მადრიდი სანტანდერთან შედარებით ძალიან დიდი ქალაქია.ჩემი ოჯახიც კმაყოფილია.

- რას აკეთებს გარაი, როდესაც თავისუფალია?
- თავისუფალ დროს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვუთმობ.ამასთანავე ძალიან მიყვარს კინოთეატრში წასვლა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)