კლემენტე: „მადრიდელთა დონემ გაგვაოცა“

კარლო ანჩელოტის თანაშემწე პოლ კლემენტემ, The Guardian-თან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


განსხვავება „რეალსა“ და სხვა გუნდებს შორის: „ესპანეთში გადმოსვლის პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ადგილობრივი ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის დავალებებსა გაცილებით მაღალ დონეზე ასრულებდნენ, ვიდრე „ჩელსისა“ და „პსჟ“-ს მოთამაშეები.თავდაპირველად, ისეთი ვარჯიშები ჩავატარეთ, რომელსაც ლონდონში და პარიზში ვიყენებდით და სიმართლე გითხრათ, მე და კაარლო გაოცებისგან ერთმანეთს ვუყურებდით.მადრიდელებმა დასახულ ამოცანებს გაცილებით მარტივად და მონდომებით გაართვეს თავი.„ჩელსის“ ფანტასტიკური გუნდია, გასხვავებული ფეხბურთელებით, ხოლო „პსჟ“ ხარისხიანობით გამოირჩევა, მაგრამ ისეთი ტექნიკური დონე არსად მინახავს, როგორიც მადრიდელი ახალგაზრდებს გააჩნიათ.“

ბეილი: „უელსელი ფეხბურთელი დედამიწაზე იმყოფება და არა სხვაგან, რაც ძალიან მომწონს მასში.გარეთი მშვიდია გასახდელში და აქტიური ვარჯიშებზე.არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით და მუდამ გაუმჯობესებაზე ფიქრობს.როდესაც მოედანზე კონკრეტულ ასპექტში მოიკოჭლებს, თამაშის დასრულებისთანავე ჩემთან მოდის და ვარჯიშის გართულებას მთხოვს.“

განსხვავება რონალდუსა და ბეილს შორის: „ორივე ათლეთი და გოლეადორია.გარეთი მუდამ ხაზებს შორის მოძრაობს, ხოლო რონალდუ იღებს ბურთს და წინ მიდის.“

რონალდუ: „ფეხბურთში ყველაფერი მარტივადაა - არსებობს კარი, რომელშიც გოლი უნდა გაიტანო.აი, რა ამოძრავებს რონალდუს, როდესაც მწვანე მინდორზე გამოდის.“

ინგლისური გუნდები: „ჩემი აზრით, „მანჩესტერი“ გარდამავალ პერიოდში იმყოფება და ანალოგიურის თქმა შეიძლება „ჩელსიზეც, რომელიც ჯერჯერობით მოურინიოს ტიპიურ გუნდად არ ითვლება.ცხრილის ზედა ოთხეული, საკმაოდ ძლიერია, თუმცა უპირატესობას „სიტისა“ და „არსენალს“ მივანიჭებდი.„ქალაქელების“ სათავეში საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი დგას.„მეთოფეებშიც“ დიდ პოტენციალს ვხედავ.“

იოზილი: „ბეილის მოსვლით, „რეალში“ კონკურენციის დიდი კერა წამოიშვა.იოზილმა სათამაშო გარანტიები მოითხოვა, რასაც ბუნებრივია, ვერავის მივცემდით.აქედან გამომდინარე, წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.“

as.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)