ანჩელოტი: „ჩვენ არ გვჭირდება ფალკაო“

პამპლონაში გამგზავრებამდე, კარლო ანჩელოტიმ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.


- World Soccer-ის ვერსიით, კრიშტიანუ 2013 წელს საუკეთესოა...
- აღნიშნულ თემაზე ბევრჯერ გამიკეთებია კომენტარი.პორტუგალიელი ნამდვილად იმსახურებს „ოქროს ბურთს“ და იმედია, გადასცემენ კიდეც.

- სასტარტო შემადგენლობა „ოსასუნასთან...“
- შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს გამოვრიცხავ.პამპლონაში რთული მატჩში გველის და ვფიქრობ, დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიწევს.

- ვარანის მდგომარეობა...
- რაფაელმა დასვენების დღეები ამოწურა და ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა.ვგონებ, იანვარში შეძლებს თამაშს.

- სწრაფი გოლი „ელ სადარზე...“
- გოლის გატანისათვის 90 წუთი გვაქვს და რა თქმა უნდა, მსგავს ნიუანსებზე არ ვფიქრობთ.„ოსასუნა“ კარგად ორგანიზებული გუნდია და ამიტომაც, სწორი ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ.

- პოზიტივი განვლილი თამაშებისგან...
- გუნდი შესანიშავად ასპარეზობს.მოხარული ვარ, რომ გამოვასწორეთ თამაში დაცვაში.იმედია, მსგავსი ინტენსივობით გავარძელებთ სვლას, რამეთუ სეზონი ძალიან გრძელია.

- ჩაბი ალონსოს კონტრაქტი...
- პირადად ვესაუბრე მას და გადავეცი, რომ პრეზიდენტის, სამწვრთნელო შტაბის, თანაგუნდელების, ქომაგებისა და ყველას სურვილია, რომ კარიერი მადრიდში გააგრძელოს.ახლა, გადამწყვეტი სიტყვა ჩაბიზეა.

- ჩემპიონთა ლიგის წილისყრა...
- ვინ გვერგება კენჭისყრით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.ნებისმიერ შემთხვევაში, მერვედფინალური შეხვედრები რთული იქნება.

- კრიშტიანუ რონალდუს კონდიციები...
- გასაკვირი არაფერია, პორტუგალიელი განვლილი 4-5 წლის განამვლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.

- რადამელ ფალკაოს ტრანსფერი...
- ის დიდებული ფორვარდია, თუმცა შემადგენლობაში შესანიშნავი თავდასხმელი გვყავს.გუნდი გოლის გატანის აპექტში არ მოიკოჭლებს და აქედან გამომდინარე, სხვა მოთამაშეზე არ ვფიქრობთ.

- ანხელ დი მარიას შესაძლო ტრანსფერი...
- არგენტინელს ვუთხარი, რომ ნებისმიერ საკითხზე ჩემი კაბინეტის კარი ღიაა მისთვის, თუმცა ჯერჯერობით ვიზიტი არ განუხორციელებია.ანხელი კომფორტულად გრძნობს თავს და ხვალ ითამაშებს.რამდენ წუთს დაყოფს მოედანზე, ჯერ არვიცი.

- ზამთრის ჩემპიონები....
- არდადეგებამდე რამდენიმე მატჩია დარჩენილი და ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)