HalaMadrid.Ge 6 წლისაა !!!

ჰალამადრიდ.გე იუბილარია!


2007 წლის 14 დეკემბერს, „ელ კლასიკოს“ გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, „რეალის“ ახალი ქართულენოვანი საიტი ექსპლუატაციაში ჩაეშვა.თავდაპირველად, ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ახალ პროექტს, თუმცა მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დღეს, „ჰალამადრიდ.გე“ ღირსეულად იკავებს მოწინავე პოზიციებს საქართველოში არსებულ არაოფიციალურ ფან-კლუბებს შორის.

ჩვენმა გუნდმა დაიწყო ნოლიდან და გასული 6 წლის განმავლობაში, დაუღალავად ემსახურება „რეალის“ პოპულარიზაციას.ამ პერიოდის განმავლობაში, საიტის მშენებლობაში, განვითარებასა, თუ მართვაში, უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აღსანიშნავია, რომ ეს ხდებოდა და ხდება უანგაროდ, მხოლოდ „ბლანკოსის“ სიყვარულით.ჩვენს რიგებში მოყვარული „ჟურნალისტები“ ვართ შეკრებილნი, და მიუხედავად არაპროფესიონალიზმისა, ვცდილობთ, ხარისხიანად შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობანი.

ბუნებრივია, „ჰალა“ ვერ იქნებოდა მტკიცე, რომ არა ერთგული ქომაგები, რომლებთათვისაც საიტი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.საწყის ეტაპზე, ათობით მომხმარებელი გვსტუმრობდა, თუმცა ამ მომენტისათვის, მათი რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. როგორც უკვე აღვნიშნე, გულშემატკივრების ღვაწლი საიტის სიძლიერესა და სტაბილურობაში ფასდაუდებელია.ვამაყობთ იმით, რომ ბევრი ქართველი მადრიდისტათვის, ჰალამადრიდ.გე ერთგვარი „სანტიაგო ბერნაბეუა,“ რამეთუ თამაშებისა თუ კლუბში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს, ან უბრალოდ ყოველდღიურად, ისინი ჩვენთან იკრიბებიან და სწორედ აქ გამოხატავენ მხარდაჭერასაც, გულისტკივილსაც და კრიტიკასაც, საყვარელი კლუბის მიმართ.

გამომდინარე იქედან, რომ ყველამ კარგად იცით ჩვენი ვებ-გვერდის ისტორია, თავიდან მოყოლით თავს არ შეგაწყენთ.
გილოცავთ ყველას ჰალას მე-6 იუბილეს.ჩვენი ძალა ნამდვილად ერთობაშია.დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის.ჩვენ ეტაპობრივად ვვითარდებით და იმედი მაქვს, შორს არ არის ის დროს, როდესაც ჩვენ ემოციებს „რეალის“ ოფიციალურ ქართულ ფან-კლუბში გავუზიარებთ ერთმანეთს (ეს მარტივი პროცესი როდია, პირადად მე ვმუშაობ იმისათვის, რომ ჩვენი ოცნება ახდეს.იმედია, ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება).

ჰალა მადრიდ ! ადელანტე რეალ ! სიემპრე მადრიდისტა !

პ.ს. ადმინისტრაციის თხოვნაა, თითოეულმა მომხმარებელმა, ვისაც ამის სურვილი აქვს, კომენტარებში პასუხი გასცეს მარტივ კითხვას > რას ნიშნავს თქვენთვის ჰალამადრიდ.გე <
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (53)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)