რონალდუ: „თავდაუზოგავ შრომას მოაქვს წარმატება“

ფრანგულ გამოცემასთან, კრიშტიანუ რონალდუმ მოდაზე, მანქანებსა და ირინა შეიკზე ისაუბრა.


- კრიშტინუ, რატომ მანდამაინც მამაკაცის ტრუსების ხაზი და არა ფეხსაცმელი?
- აღნიშნულ საკითხს შემდეგნაირად მივუდექი: პირველად, რასაც დილით ვიცვამ, ეს არის ტრუსები.საერთოდ იდეა მაშინ მომივიდა, როდესაც „არმანიმ“ მიმიწვია თავისი პროდუქციის რეკლამირებისათვის და მაშინ გავიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა ჩემივე ბრენდს თუ გავუწევდი პოპულარიზაციას.საბედნიეროდ, სურვილები განვახორციელე.სამომავლოდ, ქალის საცვლის გამოშვებასაც ვაპირებ.

- ქალის საცვლების რეკლამაში ირინა მიიღებს მონაწილეობას?
- რატომაც არა (იცინის), ყველაფერი შესაძლებელია.

- თავდაპირველად, ბექემმაც „არმანის“ რეკლამით დაიწყო და შემდეგ თავისი ხაზი გამოუშვა.ის მაგალითი იყო თქვენთვის?
- შესაძლებელია, მაგრამ პლაგიატი არავარ.ეს უბრალოდ დამთხვევაა.

- მოდის სამყაროში მოღვაწე მამაკაცებივით, პოდიუმზე გამოსვლა ხომ არ გინდათ?
- იდეა ცუდი არარის (იცინის), მაგრამ მე და პოდიუმი შორს ვართ.

- შენი საყვრელი ბრენდები?
- ვციდლობ ყოველთვის ავყვე მოდას.მიყვარს ღია ფერები და არასტრანდარტული ფორმები, რაც თავის მხრივ ყურადღებას იპყრობს.რაც შეეხება ბრენდებს: „ტომფორდი,“ DSquared2, Dolce & Gabbana

- აპირებ თუ არა, საკუთარი ხაზის გამრავალფეროვნებას?
- შესაძლებელია, აქსესუარების ხაზიც გამოვუშვათ.

- ახლა გიკეთიიათ ქამარი, რომელსაც წინ CR7-ის ლოგო ამშვენებს...
- დიახ, რამდენიმე ასეთი ქამარი მაქვს.ის სპეციალურად ჩემთვის დაამზადეს.

- როგორ შეხვდა ირინა თქვენი ახალ პროექტს?
- ირა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანია.ვერ გეტყვით, რომ მან დიდი როლი ითამაშა ბრედნის შექმნაში, მაგრამ ყოველთვის ყველაფერში გვერდით მიდგას.

- თქვენთვის იდეალური ქალია...
- რა თქმა უნდა, ირინა შეიკი (იცინის).მომწონს ლამაზი ქალები კარგი ფიგურით.

- თქვენი ვარცხნილობა ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევს.აღნიშნულზე კომენტარი ბლატერმაც კი გააკეთა.სამომავლოდ ახალი იმიჯით ხომ არ მოგვევლინებით?
- ასეთ საუბრებს ყურადღევას არ ვაქცევ.მამაკაცები იმიჯის შეცვლის საკითხში შეზღუდულები ვართ (იცინის).სიმართლე გითხრათ, სამომავლოდ, რაიმე ექსტრავაგანტული ვარცხნილობით არ ვაპირებ საზოგადოების გაოცებას.ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

- რომელიმე ნივთის კოლექციონერი ხომ არ ხართ?
- ძალიან მიყვარს მანქანები და საათები, თუმცა რამდენად ვითვლები კოლექციონერად არვიცი.ფეხბურთის შემდეგ, ავტომობილებს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.მყავს ერთი ბენტლი, 2 ფერარი, რამდენიმე აუდი, პორშე, მაზერატი, ლამბორჯინი და სხვა მარკები.შეიძლება ამას დავარქვათ კოლექცია (იცინის).

- გუნდში ვის აცვია ყველაზე მოდური ტრუსები?
- რასაკვირველია, ჩემს თანაგუნდელებს არ ვაკვირდები.მხოლოდ ჩემზე შემიძლია საუბარი და პეპეზე, რომელიც ყოველთვის გვერდით მიზის, ხოლო სხვებს (იცინის)...ვერ გიპასუხებთ.მატჩის შემდეგ, ზოგი აბაზანაში შედის, ზოგი თამაშს განიხილავს და ა.შ. რაც შემეხება მე, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, პირდაპირ შხაპის მისაღებად შევდივარ, შემდეგ სწრაფად ვალაგებ ნივთებს და მივდივარ მასაჟზე.

- რომელიმე ფეხბურთელი CR7-ის ტრუსებს ატარებს?
- ვერ გეტყვით, მაგრამ თანაგუნდელებს ნამდვილად ვაჩუქე რამდენიმე წყვილი.იმედია, სხვებიც შეიმოსებიან ამ ტრუსებით.

- კრიშტიანუ არა მხოლოდ ფეხბურთელი, არამედ ადამიანი ბრენდია მსოფლიოს მაშტაბით.კმაყოფილი ხარ?
- ძალიან.ცხოვრებაში ყველაფერს ფეხბურთის მეშვეობით მივაღწიე.მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ არა თავდაუზოგავი შრომა და ბოლომდე ბრძოლა, წარმატებაზე ზედმეტი იქნებოდა საუბარი.

- რას აპირებთ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ?
- ვიცი, რომ სპორტიდან არ წავალ, უბრალოდ როლების შეცვლა მომიწევს.რაც შეეხე მოდას, იქ აუცილებლაბ გავაგრძელებ მუშაობას.

- თქვენი შვილი 3 წლისაა.რას უსურვებთ მას?
- ჯანმრთელობასა და მხოლოდ საუკეთესოს! ვეცდები თვითრეალიზაციისა და თვითგანვითარების საშუალება მივცე.

- გინდათ, რომ შვილიც ფეხბურთელი გამოვიდეს?
- ეს ჩემი ოცნებაა.მინდა, რომ შვილმა ჩემი გზა გაიაროს და მიაღწიოს ჩემზე მეტს, თუმცა არჩევანს თვითონ გააკეთებს.

merengues.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (52)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)