ისკო : "ჩვენ ვართ მადრიდის რეალი და სულ მოგება გვმართებს"

ისკო ალარკონმა კოპენჰაგენთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი პოზიტიურად შეაფასა...


"ძალიან კარგი და დინამიური შეხვედრა გამოდგა, მართალია მოედნის საფარი არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ მადრიდის რეალი ვართ და ხალხი მუდმივად ლამაზ თამაშს და მოგებას გვთხოვს, ჩემი აზრით დანიურ კლუბთან კარგად ვითამაშეთ და წარმატებასაც დამსახურებულად მივაღწიეთ."

"გუნდი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის და ყურადღების მოდუნების უფლება არ აქვს, აქედან გამომდინარე მუდმივ მზადყოფნაში ვართ და წინ მივიწევთ."

"ყველა მოთამაშეს აქვს აღმავლობის პერიოდი, იგივეს თქმა შემიძლია დაღმასვლაზე, მე რეალში ერთი პერიოდი ძალიან მაღალ დონეზე ვთამაშობდი, შემდეგ ჩავარდნა მქონდა, მაგრამ თავდაუზოგავად ვშრომობდი და ვფიქრობ, დღეისათვის კარგ ფორმაში ვიმყოფები, ანჩელოტი კი შანსს მაძლევს იმისათვის, რომ შესაძლებლობები გამოვავლინო."

"კრიშტიანო უძლიერესი ფეხბურთელია, არაფერს ცვლის ის, რომ მან ვერ მოახერხა პენალტის გამოყენება, ასეთი რამ ყველას მოსვლია, მთავარი ისაა, რომ მან ჯგუფური ეტაპი 9 გოლის დაამთავრა, რაც სარეკორდო შედეგია, დარწმუნებული ვარ პორტუგალიელი არაერთხელ გაიბრწყინებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიგვიყვანს." dle 10.1

  • Hala
  • 11 დეკემბერი 2013
  • 1566
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)