თომას დელანეი : " არცერთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება"

კოპენჰაგენის ნახევარმცველის, თომას დელანეის განცხადებით, გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მაქსიმალური სიზუსტით იასპარეზოს და არცერთი შანსი ხელიდან არ გაუშვას...


"რეალს საკმაოდ მობილური ნახევარდაცვა ჰყავს, ჩვენთვის მათთან თამაში რთული იქნება, მაგრამ ყველას დავუმტკიცეთ, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შეგვიძლია. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ იუვენტუსთან და გალათასარაისთან და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვყალიბდით ჩემპიონთა ლიგაში."

"ჯგუფში ყველაფერი დასკვნით მატჩებში გადაწყდება, დარწმუნებული ვარ როგორც ჩვენი შეხვედრა, ასევე გალას და იუვეს შეხვედრაც ძალიან დაძაბული იქნება, ქულები სამივე გუნდს ჰაერივით გვჭირდება, მადრიდელები კი მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდნენ და ეს გასაკვირი არც არის."

"გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდო შესანიშნავ შეტევებს ანვითარებენ, ჩვენ მწვრთნელმა მადრიდის რეალის მონაწილეობით რამდენიმე შეხვედრა გვაჩვენა და დავრწუნდით, რომ პორტუგალიურ-უელსური დუეტის გაჩერება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოვა."

"პატარა შანსის შემთხვევაშიც კი უნდა ვეცადოთ, რომ მინიმუმი მაქსიმუმად ვაქციოთ, ეს ისეთი შეხვედრაა, სადაც თითოეულ მომენტს ოქროს ფასი ექნება, აქედან გამომდინარე დიდი ყურადღება გვმართებს."

"მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად ვასახელებ, ჩემი აზრით მიუნხენის ბაიერნთან და კატალონიის ბარსელონასთან ერთად "ბლანკოსი" ევროსარბიელის მოგების კანდიდატია, ჩვენ შესაძლოა მომავალ ჩემპიონს ვუპირისპირდებოდეთ." dle 10.1

  • Hala
  • 10 დეკემბერი 2013
  • 1305
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)