მარადონა : "დი მარიას მომავალს ინგლისში ვხედავ"

დიეგო არმანდო მარადონას განცხადებით, თუკი ანხელ დი მარია მადრიდის რეალიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მან აუცილებლად უნდა მოსინჯოს ძალები ინგლისის პრემიერ ლიგაში...


"ანხელიტოსთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ჩემი აზრით დი მარია ნამდვილად იმსახურებს მადრიდის რეალში თამაშს, მაგრამ თუ მას აბარგება მოუწია, საუკეთესო გამოსავალი პრემიერ ლიგაში თამაში იქნებოდა, ჩემი აზრით ანხელი დიდი პოტენციალის მატარებელია, რომლის გამომჟღავნება სამეფო კლუბი სრულფასოვნად ვერ მოხდა, ხოლო ინგლისი ის ადგილია, სადაც არგენტინელი მაქსიმუმს გვაჩვენებს."

"მესუთ იოზილი მადრიდში ბრწყინავდა, თუმცა გადავიდა არსენალში და კიდევ უფრო მეტს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ახალწვეულია და ადაპტაციისათვის დრო სჭირდებოდა, მესუთი შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, იგივეს თქმა შემიძლია დი მარიაზეც, ჩემი აზრით იგი ნამდვილად დიდ წარმატებას მიაღწევს პრემიერ ლიგაში."

"სეზონის დასრულებამდე არამგონია შემტევმა გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემი აზრით ანხელი სეზონს ესპანეთში ჩაამთავრებს, გადაწყვეტილებას კი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს, ამ ეტაპზე აჩქარება და გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ ღირს."

"კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის სახით კარლო ანჩელოტის საუკეთესო გარემარბები ჰყავს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ დი მარიას მათთან ერთადაც შეუძლია მწვავე შეტევის შექმნა, იგი არ არის იმისთვის დაბადებული, რომ მატჩის პერიპეტიებს თვალყური სათადარიგოთა სკამიდან ადევნოს." dle 10.1

  • Hala
  • 9 დეკემბერი 2013
  • 1626
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)