ხოსე პეპინი : "მადრიდის რეალთან თამაში დიდი სიამოვნება იქნება"

ხატივას ოლიმპიკის მცველმა, ხოსე პეპინმა განაცხადა, რომ მადრიდის რეალთან შეხვედრის ჩატარება მისი გუნდის უკლებრივ ყველა წევრისთვის დიდი სიამოვნება იქნება...


"ჩვენ ვიასპარეზებთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რაც უდიდესი სიამოვნება იქნება, ყველაფერ იმასთან ერთად რომ უდიდეს გამოცდილებას მივიღებთ."

"დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კატალონიის ბარსელონას, ლაკორუნიის დეპორტივოს, სევილიას, ვალენსიას და სხვა ესპანური გრანდების წინააღმდეგაც, რადგან მათთან მატჩი ნამდვილი ზეიმი გახლავთ."

"ხატივას ოლიმპიკი განვითარების გზაზეა, მერწმუნეთ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაღალ ლიგებში გადავინაცვლოთ და საბოლოო ჯამში წარმატებული გუნდი გვერქვას, "ბლანკოსთან" შეხვედრა ჩვენს გამოცდილებას ერთი-ორად გაზრდის, რაც თავისთავად ძალიან კარგია."

"რა შეიძლება ითქვას კრიშტიანო რონალდო. ვთვლი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და ლიონელ მესისთან ერთად პორტუგალიელი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა."

"გარეთ ბეილის სახით მადრიდის რეალმა დიდი ფეხბურთელი შეიძინა, 100 მილიონი ჩვენთვის წარმოუდგენელი თანხაა, მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთი იმდენად ვითარდება, რომ ცოტა ხანში შეგირდების ფასი კიდევ უფრო აიწევს."

"გულშემატკივრებისგან მხურვალე მხარდაჭერას ველით, დარწმუნებულები ვართ სტადიონზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იქნება და ოლიმპიკს დიდი მხარდამჭერთა რაზმი ეყოლება." dle 10.1

  • Hala
  • 7 დეკემბერი 2013
  • 1188
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (37)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)