ულტრასების უკანასკნელი დღეები

"მადრიდის რეალის" ყველაზე აგრესიული გულშემატკივართა დაჯგუფებას "ულტრას სურს" ბოლო დროს შავი დღეები უდგას: მათ რიგებში ნამდვილი გადატრიალება მოხდა, რის შედეგადაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ფანატების ახალგაზრდა თაობან, რაც გამოსარჩევია, ორგანიზაციის ახალგაზრდა ლიდერი, დამორცხვებული ალვარო აკდენასი, "ატლეტიკოს" გულშემატკივარია. ამ ყველაფერთან ერთად, "მადრიდის რეალმა" ფეხბურთში პოლიტიკური რადიკალიზმთან ბრძოლის საბაბით, სტადიონიდან გააძევა 250 აგრესიულად განწყობილი გულშემატკივრები.


"მე "ატლეტიკოს" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ "მადრიდის რეალი" მიყვარს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" მუდამ დავდივარ. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, ეს მათი პრობლემაა. ჰაილ გიტლერ!"-ასეთი განცხადება Twitter -ის საკუთარ გვერდზე "ულტრას სურის" ახალმა ლიდერმა ანტონიო მენდესმა გააკეთა. ანტონიო მენდესი ცნობილა შემდეგი ზედმეტსახელით El Niño. რადიკალიზაციამ, რომელსაც ეხლა განიციდის ისედაც რადიკალური დაჯგუფება, უკვე გამოიწვია მათი გაძევება "სანტიაგო ბერნაბეუს" ჩრდილოეთ ტრიბუნიდან, სადაც ისინი სამი ათწლეულის მაძილზე იმყოფებოდნენ. მოულოდნელი სიახლე იყო ყველასთვის ალვარო კადენასის წასვლა - კადენასი საკულტო ფიგურა იყო ულტრასების მოძრაობაში. ამ ამბავმა იმდენად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია "მადრიდის რეალის" ნეონაცისტურ ფლანგებში, რომ ის მალევე გაჟღერდა პრესის საშუალებით.

კადენასი- ეს არამარტო მადრიდში ცნობილი ულტრასი და ნეონაცისტია, არამედ "ულტრას სურის" ნამდვილი სიმბოლო და ტრადიციების დამცველი, რომელიც წლების მანძილზე იყო ხოსე ლუის ოჩაიტას ახლო მეგობარი და მეტოქე გუნდების გულშემატკივრებთან ჩხუბის, მათი დასახიჩრების, ქურდობების შეუცვლელი მონაწილე. ის ასევე მონაწილეობდა ორგანიზაციის ყველაზე ცნობილ მოქმედებაში - გერმანიის ტერიტორიაზე ნაცისტური სიმბოლოებით მოქარგულ და ნაცისტურ "სვასტიკაში" გამოწყობილი ტანსაცმლით სიარული.

ეხლა კადენასი მრავალშვილიანი ოჯახის მამა და ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო კორპორაციის ადვოკატია. ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ, ის თავისი საროჩკის საყელოს მაღლა წევს იმისთვის, რომ დაფაროს კისერზე ერთი ყურიდან მეორე ყურამდე არსებული შრამი, რომელიც მას ბარსელონაში ერთ-ერთ ადგილობრივ ავტორიტეტებთან გამართული ცნობილი ჩხუბიდან შემორჩა. ჟურნალისტი, რომელმაც ანტონიო სალასის ზედმეტსახელით დაწერა გახმაურებული წიგნი "სკინჰედის დღიური" (ჟურნალისტი თავის დროზე ჩანერგილი იყო "ულტრას სურში", როგორც ჩვეულებრივი გულშემატკივარი და რომელიც შემდეგ ლიდერების დახმარებით ავიდა ესპანეთისა და გერმანიის სკინჰედების საზოგადოებაზე. ჟურნალისტის ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია), კადენასს იმ ეპიზოდში ასე იხსნებეს:

"ის, რაშიც მას ვერ მოედავებოდი-ეს გამბედაობაა: იმ მომენტში ის ყოველგვარი შიშის გარეშე გაიქცა იმისკენ, ვინმაც ის შეაწუხა. მე მას თვალებში შევხედე და მინდა ვთქვა, რომ ასეთი მზერა მის შემდეგ მე არ მინახავს არსად და არასდროს."

ალვარო კადენასის ისტორია ესა სუფთა წყლის ბიოლოგია და ის, როგორც დოკუმენტური ფილმი , ისე უნდა აჩვენო National Geographic-ზე. ის "ულტრას სურის" ლიდერი და ხელმძღვანელი გახდა იმიტომ, რომ იყო ყველაზე ძლიერი, ყველაზე გამბედავი და ყველაზე მრისხანე, ხოლო მადრიდული ულტრასების მსგავს საზოგოადოებაში, როგორც წესი, ლიდერის პოზიციაზე დგანან ისინი, რომელიც უფრო მეტ შიშს და საშინებელბას ნერგავს. კადენასი ბოლოს 2002 წელს დააპატიმრეს, როცა "ბარსას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის წინ "ბერნაბეუს" მიმდებარედ ააფეთქეს ავტომობილი, ხოლო გაცოფებულმა ულტრასებმა კი გზად ყველაფრის დანგრევა დაიწყეს. ტელევიზიებმა უჩვენეს, თუ როგორ დღეში არიან და როგორ ანგრევებ მადრიდის ცენტრს თავგადაპარსული ულტრასები. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თავად "ულტრას სურის" ლიდერი, რომელიც მაშინ უკვე იმედისმომცემი ადვოკატი იყო, შეამჩნია, რომ მის მის კაბინეტურ მუშაობასა და კაბინეტს იქით მის ცხოვრებას შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არის.

მიუხედავად ამისა, ის მომენტი უფრო გამონაკლისი იყო 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში "ულტრასების" ქცევის წესებს შორის: 1998 წელს , "ბერნაბეუზე" "დორტმუნდის ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ დამტვრეული კარებით სკანდალური გამოსვლის შემდეგ, რადიკალური დაჯგუფების ლიდერები იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ თანხმობაზე კლუბთან, რომელიც ითვალისწინებდა ნაცისტური სიმბოლიკების გამოყენების აკრძალვას სტადიონზე, ასევე ჩხუბს და მოედანზე უცხო საგნების სროლად. გარდა ამისა, "ულტრას სურის" წევრები გახდნენ ერთადერთი მფლობელები "მადრიდის რეალის" საშინაო მატჩების აბონიმენტებისა, რომლებსაც უნდა წარედგინათ პირადობის დამადასტრურებელი საბუთები სტადიონშე შესვლის წინ. ასე და ამგვარად, ჩვეულებრივი აბონიმენტის მფლობელი გულშემატკივრებისგან განსხვავებით, დაჯგუფების წევრებს არ აქვთ საშუალება გადასცენ თავიანთი აბონიმენტი მესამე პირს და მათი თქმით, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ულტრასები "ვალიადოლიდთან" შეხვედრისას, როცა სკანდირებდნენ «Abonos transferibles» (ნორმალური აბონიმენტები, რომელთა გადაცემაც მესამე პირისითვის იქნება შესაძლებელი)

რამოდენიმე ხნის წინ, "მადრიდის რეალის" ყველაზე აგრესიულ დაჯგუფების შიგნით ნამდვილი აჯანყება მოხდა: დაჯგუფების ახალგაზრდა წევრები ანტონიო მენენდესის (ზედმეტსახელად El Niño ) ხელძღვანელობით არ შეუშინდნენ კადენასისთვის , როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისთის, უნდობლობის გამოცხადებას. განხეთქილების მიზეზიდან ერთ-ერთი სუფთა ეკონომიკური იყო - ახალგაზრდა ულტრასები, მთვრალები, "რეალის" დაცვის სამსახურის ცნობით კი კოკაინის გავრცელებისა და მოხმარებისას, გადაწყვიტეს "ულტრას სური" უფრო მომგებიან კომერციულ ორგანიზაციად ექციათ, რომლისგანაც შესაძლებელი იქნებოდა შემოსავლის მიღება (ატრიბუტების გაყიდვა, ორგანიზაციის მოგზაურობა და ა.შ.) ბრძოლა ასევე მიმდინარეობდა იდეოლოგიის დონეზეც, ვინაიდან "ულტრას სურის" შიგნით, მიუხედავად ნეონაციზმისკენ საერთო მიდრეკილებისა, მრავალი სხვადასხვა ფრაქციები არსებობდა.

"სევილიასთან" საშინაო შეხვედრის წინ ახალგაზრდა ფრაქციის წარმომადგენლები გაემართნენ კადენასთან და მას განუცხადეს, რომ არსებობს ულტრასების დიდი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ ის გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. დაჯგუფების ლიდერმა გაითვალისწინა მათი ეს სურვილი და ახლაგაზრდებს დაპირდა, რომ იქნებოდან ცვლილებები და გადასხვაფერება. ნათელია, რომ ამ "ღლაპების" უკან უკვე იდგა სერიზული ძალა, რომლისგანაც შესაძლებელი იქნებოდა ასე მარტივად თავის დაძვრენა. ამ ეპიზოდის შემდეგ ინტერნეტში დაიწყო ნამდვილი საინფორმაციო ომი, რომელშიც თითოეული მხარე ბრალს უყენებდა მეორე მხარეს.

ნამდვილი ჭექა-ქუხილი კი 9 ნოემბერს იყო მოსალოდნელი, როცა El Niño -მ და მასთან დაახლოებულმა ახალგაზრდებმა ფრაქცია Madrid City Firm-დან გადაწყვიტეს კადენასი უკვე მისსავე ტერიტორიაზე ბარ Drakkar-ში მოენახულებინათ. Drakkar-ი მადრიდელი ნეონაცისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო ადგილია. ახალგაზრდების ცნობით,მენდესი მოლაპარაკებებისთვის მივიდა, მაგრამ სტუმრების ხელთ არსებული დანები, კასტეტები და ხელკეტები სხვა რამეზე მეტყველებდა. საბოლოოდ მასიური ჩხუბი მოხდა, რომელშიც პოლიციის ჩარევა გახდა საჭიროა. გაიგო რა ამის შესახებ, "მადრიდის რეალმა" გამოაცხადა , რომ 250 ულტრასი მოედნიდან იქნება გაძევებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე მთავარი შედეგი თავად დაჯგუფებისთვის გახდა ის, რომ ძალაუფლება აშკარად გადავიდა უფრო ახალგაზრდა თაობის ხელში, რომელიც უფრო მეტად საშიშია, უფრო მეტად ფანატიკურია და უფრო მეტად გამტანია თავისი იდეების. ერთ დროს თავისი სიმკაცრითა და საშინელებებით გამორჩეულმა კადენასმა არჩია , რომ თავისთვი მარტო დამჯდარიყო ბარში და არ ჩარეულიყო დაპირისპირებაში, რითაც საბაბი მისცა El Niño-ს თავის Twitter-ის გვერდზე მისთვის ვირთხა და არარაობა ეწოდებინა. რა თქმა უნდა, კადენასის ამჟამინდელი პოზიცია უფრო სახიფათოა: ის მეუღლე და მამაა, მას კარგი სამუშაო აქვს და მას მუდამ თვალყურს ადევნებს პოლიცია. საკმარისია მან პოლიციას მცირედი საბაბი მისცეს და ის გარანტირებულად აღმოჩნდება საკანში. "ულტრას სურის" ახალგაზრდა წევრებს კი ასეთი პრობლემები არ აქვთ - ისინი ჯერ კიდევ აღვსილები არიან კრიმინალური რომანტიზმით, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, წინსვლას არიან დახარბებულნი.

იგივე El Niño-მ თავის Twitter-ის გვერდზე დაწვრილებით აღწერა ბარ Drakkar-ში მომხდარი სიტუაცია. ის არ მორიდებია თავის უფროსი მეგობრებისთვის ორგანიზაციის შიგნით, რომლებიც, უკვე ნამდვილად რომ უმცირესობაში არიან და "ულტრას სურში" ძალაუფლებას კარგავენ, ცუდი სიტყვებით მიემართა. ეხლა ალბათ ორგანიზაცია კიდევ უფრო დაშორდება ფეხბურთს და უფრო მეტად ჩაეფლობა ულტრამემარჯვენულ ექსტრემიზმში. თავად ახალგაზრდა ლიდერი არ მალავს, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრობს, ეს კი ნიშნავს, რომ ადვილი მოსალოდნელია "ულტრას სურების" , უფრო სწორად კი რაც მისგან დარჩება, დაახლოება "ატლეტიკოს" რადიკალურ დაჯგუფებასთან, რომელსაც ესპანეთში და მის ფარგლებს გარეთ ძალიან ცუდი სახელი აქვს გავარდნილი. ასევე El Niño უშუალოდ პრეზიდენტის მისამართითაც ავრცელებს მუქარის შემცვლე განცხადებებს. ეს ძალიან გავს ანალოგიურ სიტუაციას "ბარსელონაში", როცა ლაპორტამ მოედნიდან რადიკალური დაჯგუფება Boixos Nois-ი გააძევა. როგორც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ "ულტრას სურის" დღეები, როგორც მცირედით , მაგრამ მაინც ნახევრდალეგალური ორგანიზაციის დღეები დათვლილია. dle 10.1

  • shvela
  • 6 დეკემბერი 2013
  • 3005
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)