ანჩელოტის ინტერვიუ და საშობაო საჩუქარი



გთავაზობთ რადიო 'Extra Time' - ის მიერ მომზადებულ ინტერვიუს.


- შაბათს ესპანეთის თასის გათამაშება აიღებს სტარტს, როგორ ემზადებით ამ მატჩისთვის ?

- სიმართლე გითხრათ ინფორმაციას არ ვფლობ ჩვენს მეტოქეზე, შევეცდები საუკეთესო თერთმეტეული გავიყვანო მოედანზე. მოგეხსენებათ, კრიშტიანო დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება, ალონსოს კი დავასვენებ, რადგან მან ახლახანს მოიშუშა ტრავმა და უფრო მნიშვნელოვან მატჩებშია საჭირო.

- კმაყოფილი ხართ დღევანდელი ''რეალით'' ?

- დიახ, სრულიად. ჩვენ საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ. ბოლო ორი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. გუნდში დაცულია ბალანსი, ამიტომაც კმაყოფილი ვარ ყველაფრით.

- ალონსოს მნიშვნელობა გუნდში ...

- ალონსო საკვანძო ფეხბურთელია, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. მისი გამოცდილება და ხარისხიანობა ძალიან ეხმარება გუნდს. მისი დაბრუნებით ''რეალმა'' დიდი სარგებელი ნახა.

- მის მომავალზე ხომ არ ღელავთ ?

- არა, რადგან კლუბმა მას ახალი კონტრაქტი მოუმზადა, ვფიქრობ, ის კმაყოფილია აქაური ყოფით და ხელს მოაწერს ხელშეკრულებას.

- მალე გაასაჯაროებთ ამ ინფორმაციას ?


- რათქმაუნდა !

- ისკო ზიდანს გახსენებთ ?

- ის ძალიან კარგად ფლობს ბურთს, ამ საკითხში მართლაც ზიზუს ჰგავს.

- ისკო სასტარტო შემადგენლობიდან წონის პრობლემის გამო გაუჩინარდა ?

- არა, მას ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, მან გამოტოვა პრესეზონი, ამიტომაც მას სპეციალური ვარჯიში გამოვუწერეთ. ამჟამად იგი ბრწყინვალედ გამოიყურება.

- როგორია ზიდანის სამუშაო დღე ?

- ზიდანი ბრწყინვალედ ართმევს საკუთარ სამუშაოს თავს. იგი პერსონალურად ავარჯიშებს ბენზემას, რონალდოს, მორატას...

- ბეილმა გაგაკვირვათ ?

- არა, მან ადაპტაცია სწრაფად გაიარა. ის კარგ ფორმაშია. ბეილი, რონალდო და ბენზემა კარგად უგებენ ერთმანეთს.

- ვინ შეასრულებს ჯარიმებს ?

- პირველი ბურთთან რონალდო მივა, თუმცა ვთვლი, რომ შორიდან ბეილი უკეთ ასრულებს ჯარიმებს, რონალდო კი - ახლოდან. დი მარიაც საკმაოდ კარგად ურტყამს.

- ''გალათასარაის'' წინააღმდეგ დიმარია შეაქეთ, როგორია მისი მომავალი სამეფო კლუბში ?

- დი მარია კარგ ფორმაშია, იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. მას მიეცემა სათამაშო დრო, არ ვფიქრობ, რომ მას წასვლა უნდა, რადგან სეზონის დაწყების წინ იგი საბრძოლველად იყო მზად.

- ვინმე მოსულა თქვენთან ოფისში და უთხოვია მეტი სათამაშო დრო ?


- დიახ, დიახ, სულ მოდიან, კრიშტიანოს გარდა (იცინის) . მირჩევნია ფეხბურთელები ამ საკითზე მე მესაუბრონ, ვიდრე თქვენ. კასემირო და ნაჩო ხშირად მოსულან, რთულია ხანდახან მათთვის ახსნა, რომ ვერ ათამაშებ.

- რას გვეტყვით მორატას ''არსენალში'' გადასვლაზე ?


- მორატა აქ რჩება. ჩვენ ის გვჭირდება. მართალია, ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, თუმცა მე მას ვენდობი. შესაძლოა სეზონის ბოლოს მან დაგვტოვოს, თუმცა ახლა იგი საჭირო ფეხბურთელია.

- რა აკლია კასემიროს იმისათვის, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს ?

- არაფერი, უბრალოდ ის ძალიან ახალგაზრდაა. მას მეტი დრო არ ეძლევა, რადგან სხვები უკეთ ირჯებიან. კასემირო ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა რთულია 20 წლის ბიჭი ასეთ დიდ გუნდში უცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდეს. ეს დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ამიტომაც ის ბევრ დროს არ ატარებს მოედანზე.

- ვარანის მუხლის ტრავმა გაშინებთ ?


- ცოტა მაშინებს, რადგან მეც მქონია ეს პრობლემა. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დავუბრუნოთ რაფაელს თვითრწმენა. ჩვენ ის გვჭირდება.

- თქვენი ამჟამინდელი მიზანი ''ბარსას'' გადასწრებაა ?

- არა, ჩვენი მიზანია სეზონის ბოლოს მათზე წინ ყოფნა, ამჟამად მხოლოდ თამაშის გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ.

- სიმეონემ განაცხადა, რომ მათი კონკურენტი ''ბარსელონაა''


- ეს ნორმალურია. ''ატლეტიკო'' დიდ ძალას წარმოადგენს, როგორც ესპანეთში, ასევე ევროპის მასშტაბით. დიეგო კოშტას სახით მას ბრწყინვალე დამრტყმელი ძალა ჰყავთ.

- რა იქნება თქვენი საშობაო საჩუქარი ?

- ალონსოს კონტრაქტი და ''ვალენსიას'' ძლევა.

- მეათე ?

- (იცინის) ეს ყველას აკვიატებული აქვს, რაც მოტივაციას მმატებს .

- როგორია თქვენი მადრიდული ცხოვრება ?


- მე ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ვყიდულობ რძეს, პურს ...

- მაკარონს თუ მიირთმევთ მადრიდში ?


- აქ ბევრი რესტორანია, სადაც კარგად ამზადებენ მაკარონს. ხშირად ჩემს დასაც ვსტურობ ხოლმე . აქაური ღვინოც არ არის ურიგო. dle 10.1

  • Stifler
  • 5 დეკემბერი 2013
  • 2721
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)