ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი

მინდა შემოგთავაზოთ ახალი ბლოგი, რომელიც მიეძღვნება მხოლოდ ლეგენდარულ ფეხბურთელებს, რომლებიც ასპარეზობდნენ სამეფო კლუბში. დღევანდელი სტატია ეხება ადამიანს, რომელმაც 25 წელი თავისი ცხოვრებისა შესწირა მადრიდის ''რეალს''. შემოქმედებითი ვირტუოზი, შოუმენი, ადამიანი კრეატივი ან უბრალოდ ლეგენდა

ხოსე მარია გუტიერეს ჰერნანდესი.


გუტი 1976 წლის 31 ოქტომბერს მადრიდის ერთ-ერთ ცნობილ უბანში დაიბადა. მან საკუთარი ცხოვრების 25 წელი შესწირა მშობლიურ კლუბ მადრიდის ''რეალს''. იგი 9 წლის ასაკში შეუერთდა სამეფო კლუბს და ყველა საფეხური გაიარა, რათა მომხდარიყო პირველ გუნდში. იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა კრეატივითა და შემოქმედებითობით. ახალგაზრდულ ასაკში ხოსე მარია თავდამსხმელად თამაშობდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად იგი ხშირად იცვლიდა პოზიციებს. 1995/96 წლებში გუტი ''რეალ'' მადრიდ B(ამჟამინდელი კასტილია) - ს შეუერთდა, სადაც ხოლხე ვალდანოს მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. 1995 წლის 2 დეკემბერს მაესტროს დებიუტი შედგა პირველლ გუნდში, მაშინ თეთრებმა სევილიელები დაამარცხეს ანგარიშით: 4-1.

ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი


1997-98 წლების სეზონი გამოცდის ჩაბარების პერიოდია გუტისთვის. სამეფო კლუბმა აღმოაჩინა ტალანტი, რომელმაც შესაძლოა რაულთან ერთად ეპოქა შექმნას. მისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით ყველანი მოხიბლული იყვნენ. სეზონის ბოლოს ხოსე მარიამ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა, 1998 წელს სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი



1999-2000 წლების სეზონი ახალი გამოწვევაა გუტისთვის, მას უხდებოდა კონკურენციის გაწევა ლეგენდარულ კლარენს ზეედორფითან. საბოლოოდ მოხდა ის, რომ გუტი დარჩა ზეედორფმა კი დატოვა მადრიდი. 2000-01 წლების სეზონი მაესტროსთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან მან 48 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნამდვილად არ იყო ურიგო მისი პოზიციის ფეხბურთელისათვის.

გალაკტიკოსის დასაწყისი
2000 წელს ახალი ერა დაიწყო მადრიდის ''რეალში''. სამეფო კლუბის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ფლორენტინო პერესი, რომელსაც გრანდიოზული იდეები გააჩნდა. მისთვის პრიორიტეტი გახლდათ დრიმ თიმის შექმნა და არა კანტერა. პერესმა მოიყვანა ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექემი, გუნდში ასევე ირიცხებოდნენ მაკმანამანი და მაკელელე გუტის წარმოუდგენელი კონკურენციის წინაშე მოუხდა გამკლავება.

ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი


2006 წელი გუტისთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. ზიდანმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, ჰერნანდესი კი სამეფო კლუბის ფლეიმეიკერად მოგვევლინა. 2006-08 წლებში მადრიდელებმა ზედიზედ ორჯერ იმარჯვეს ესპანეთის ჩემპიონატში გუნდის დირიჟორი კი გუტი გახლდათ.

ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი


ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი


ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი


ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი


ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი



გუტი გახლდათ საოცარი მეპასე. მას ჰქონდა ყველასგან განსხვავებული მოედნის ხედვა. კარიერის მანძილზე მან უამრავი საოცარი საგოლე გადაცემა შეასრულა. გთავაზობთ მომენტს,რომელიც აღიარებულია, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო საგოლე გადაცემად. საოცარი კომბინაცია საოცარი კომენტირებით. მოვიშველიებ რუსი კომენტატორის სიტყვებს, რომელიც ამბობს : ''მაესტრომ საოცრება ჩაიდინა, ბენზემამ კი საკუთარი სახელი ჩაწერა პროტოკოლში. ''


ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი



ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი



2010 წლის 25 ივლისს დგება ავადსახსენებელი დღე, როცა კლუბი ორ ლეგენდას უცხადებს, რომ აღარ სჭირდება. სამეფო კლუბს ხოსე მარია გუტი და რაულ გონსალეს ბლანკო ტოვებდნენ. ეს იყო უმტკივნეულესი დარტყმა სრულიად მადრიდისტებისთვის. გუნდს ორი ლეგენდა, ორი სიმბოლო და ორი გენიოსი ტოვებდა, ისინი თავად იყვნენ ''რეალი''. არავის დაავიწყდება ორი თვალცრემლიანი პრესკომფერენცია, გულდაწყვეტილი ლეგენდები ტოვებენ სამეფო კლუბს.
15 წლიანი მადრიდული ყოფის შემდეგ გუტიმ ''რეალში'' 542 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გაიტანა 77 გოლი. მისი ტიტულების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება :
2 საერთაშორისო თასი
3 ჩემპიონთა ლიგის თასი
უეფას სუპერ თასი
5 ესპანეთის ჩემპიონის ტიტული
4 ესპანეთის სუპერ თასი

გარკვეული პერიოდის შემდეგ გუტიმ ასეთი ინტერვიუ მისცა : "ყველას სურს, კლუბთან გამომშვიდობება, სადაც გაატარე წლები, რომლებიც დაუვიწყარია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს სხვაგვარად მოხდა, მიუხედავად იმისა რომ წინა სეზონის ბოლოს ამის შესახებ არაფერი თქმულა. დარწმუნებული ვარ, რომ მეც და მითუმეტეს რაულიც მეტს ვიმსახურებთ. შესაძლოა, მომავალში ჩვენ სხვა დახვედრას დავიმსახურებთ, რადგან ახლა ყველაფერი არეულია"


ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი



მტკივნეული თემის გაგრძელებისას გუტიმ აღიარა, რომ დამშვიდობებისას მას არ ეყო სითბო გულშემატკივართა მხრიდან. განსაკუთრებული გრძნობები მას შემორჩა მისი და რაულის უკანასკნელ პრეს-კონფერენციდან.
"ეს ორი პრეს-კონფერენცია ძალიან ემოციური იყო. მე და რაულმა ბევრი წელი გავატარეთ ერთად, ერთი კლუბის ღირსებას ვიცავდით. ჩვენ მუდამ კარგი მეგობრები ვიყავით. როდესაც ცხოვრების ასეთი ეტაპი სრულდება ბევრნაირი გრძნობით იღვსება ადამიანი. რა თქმა უნდა, ასეთ დროს რთულია ცრემლების შეკავება. "მადრიდში" გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მე მუდამ დავრჩები მადრიდისტა.

ლეგენდარული ფეხბურთელები: ხოსე მარია გუტი


ხოსე მარიას სამაგალითო ძმობა და მეგობრობა ჰქონდა რაულთან. ის რომ არაგონესმა ელ კაპიტანო ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა გუტიმ საჯაროდ დაგმო და ამას ესპანელი ერის სირცხვილი უწოდა. მაესტრო ყოველთვის ამბობდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს.
მოდით თვალი გადავავლოთ გუტის კარიერას, მის საოცარ გოლებსა და გადაცემებს.







საინტერესოა ვისზე ისურვებდით შემდეგ სტატიას? dle 10.1

  • Stifler
  • 4 დეკემბერი 2013
  • 4291
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)