ბეილმა ჟურნალისტებიც მოხიბლა

წამყვანი ევროპული გამოცემები გარეთ ბეილის ჰეთ-თრიქით მოიხიბლნენ.


Daily Mail: „ვის ჭირდება რონალდუ? გარეთმა შესანიშნავი ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო „რეალმა“ 4-0 დაამარცხა „ვალიადოლიდი.“კრიშტიანუს არყოფნის პირობებში, გოლეადორის ნიღაბი უელსელმა მოირგო, რომელიც უკვე 13 მატჩში 9 ბურთს მოითვლის.ვფიქრობ, რთულია გავიხსენო ისეთი ფეხბურთელის გვარი, რომელსაც გარეთის მსგავსი სტარტი ჰქონდა ახალ გუნდში.“

Daily Telegraph: „ბეილის პირველი მადრიდული ჰეთ-თრიქით, „თეთრებმა“ დიდი ანგარიშით სძლიეს მეტოქეს.თამაშის დასრულების შემდეგ, ბრიტანელმა ახალგაზრდამ, თანაგუნდელებს ბურთზე ავტოგრაფები დააწერინა და სახლში წაიღო.“

The Guardian: „გარეთ ბეილი მე-2 ბრიტანელი გახდა, რომელმაც პრიმერა დივიზიონში ერთ მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, ბრწყინვალე პასით ბენზემასაც გაატანინა.მას ექსტრაორდინარული სტარტი აქვს სამეფო კლუბში.“

L'Equipe: „ბეილმა წარმატებით გადაიბარა რონალდუსგან დირიჟორის პულტი.პორტუგალიელის არყოფნისას, ყურადღების ეპიცენტრში სწორედ უელსელი მოექცა, რომელმაც 3 გოლი და 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში.“

Diario Olé: „ბეილი რონალდუა.100 მილიონად შეფასებულმა მოთამაშემ დიდებული თამაში ჩაატარა.„ნოუ კამპზე“ განცდილი მარცხის შემდეგ, ანჩელოტის მადრიდი შეუჩერებელია.“

La Gazzetta dello sport: „„რეალის“ შესანიშნავი ასპარეზობა.მადრიდელების რონალდუს გარეშეც მოწოდების სიმაღლეზე არიან.სანამ კრიშტიანუ გამოჯანმრთელდება, სუპერვარსკვლავის მანტია ბეილმა მოირგო.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)