პერესი: „ვამაყობთ რონალდუთი“

„რეალის“ მოქმედი და საპატიო პრეზიდენტები, ფლორენტინო პერესი და ალფრედო დი სტეფანო, იმ ადამიანებს შეხვდნენ, რომლებიც სამეფო კლუბის წევრად ყოფნის, 25, 50 და 60 წელზე მეტს მოითვლიან.


მსგავსი ტიპის შეხვედრას, სამეფო კლუბი ყოველ წელს აწყობს, რომელზეც ტრადიციისამებრ, დონ ფლორენტინო გამოდის სიტყვით: „ჩვენს წინაშეა ფანტასტიკური გუნდი, რომლის ერთი ფეხბურთელიც, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო სრულყოფილი ხდება.მეტად ვამაყობთ, რომ კრიშტიანუ „რეალში“ თამაშობს.პორტუგალიელი ფეხბურთელის კარიერის ბოლომდე მადრიდში დარჩება.ამჟამად, ის პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა, ხოლო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო.ამის პარალერულად, გუნდი გააძლიერა ბეილმა, რომელიც პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად 2-ჯერ დაასახელეს.ჩვენ ვაგრძელებთ დიადი ბერნაბეუს კვალს, რაც გულისხმობს, საუკეთესო უცხოელების, ესპანელებისა და კანტერანოსების შერწყმას.შემადგენლობას ხელმძღვანელობას კარლო ანჩელოტი.ის ნამდვილად გამარჯვებული მწვრთნელია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ისეთი ლეგენდარული პიროვნება, როგორიც ზინედინ ზიდანია.“

„ჩემთვის, თქვენთან შეხვედრა, სეზონის ერთ-ერთი ემოციური დღეა.თქვენი დამსახურებით, ეს ტრადიცია გრძელდება.სწორედ თქვენი მიგიძღვით ლომის წვლილი იმაში, რომ სამეფო კლუბი გრანდად ჩამოყალიბდა.ჭირსა თუ ლხინში, მუდამ „რეალის“ გვერდით იდექით და არასოდეს დაგიყრიათ ფარ-ხმალი.25, 50 და 60 წელი, ემსახურებით „ბლანკოსს“ და ეს ციფრები კლუბის 111 წლიან ისტორიაში მნიშვნელოვანია.სამომავლოდ, ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელშიც მაქსიმალურად იქნებით ჩართულნი.“

„მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ჩვენი კლუბის ფერები თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.„რეალმა“ ოცნება რეალობად აქცია და მსოფლიოში ფეხბურთის ტრანსფორმირება მაოხდინა.სანტიაგო ბერნაბეუსა და ალფრედო დი სტეფანოს ძალისხმევამ, კლუბს დიდება მოუტანა.მოგეხსენებათ, „ფიფამ“ სწორედ ჩვენ დაგავსახელა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად.ეს ყველას დამსახურებაა, რამეთუ სამეფო გუნდი ჩვენ ყველას ერთად გვეკუთვნის.“

„როგორც იცით, მსოფლიო ეკონომიკური თვალსაზრისით რთულ სიტუაციაშია.აქედან გამომდინარე, სულ უფრო ნაკლებ კლუბს რჩება იმის ფუფუნება, რომ მმართველობა წევრობაზე დაყრდნობთ ხორციელდებოდეს.ჩვენთან კი, კლუბის რეალური მფლობელი ხართ თქვენ.დღესდღეობით, ფინანსურად წელში გამართული და გადახდისუნარიანი ვართ.პროცესები ისე მიმდინარეობს, როგორც ჩვენ ისტორიას შეეფერება.გასული 9 წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენი შემოსავლები წინ მიიწევს და უკვე წელს, ავტორიტეტულმა გამოცემა „ფორბსმა,“ სპორტში, ყველაზე მაღალშემოსავლიან ინსტიტუტად დაგვასახელა.სწორედ სტაბილურობა გვმატებს სიძლიერეს.“

„ჩვენი საკალათბურთო კლუბი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს.ვფიქრობ, მიმდინარე „რეალი“ ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში, რაც დიდი იმედის საფუძველს გვაძლევს.პაბლო ლასო შეგირდებთან ერთად, შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებებს.“

„მოგეხსენებათ, პირველი გუნდის რეზიდენციის რეკონტრუქუცია დაწყებული გვაქვს, ხოლო რაც შეეხება ახალგაზრდების ბაზას, ის რამდენიმე დღეში გაიხსნება.უახლოეს მომავალში, თქვენთან ერთად დავათვალიერებთ მიმდინარე სამუშაოებს.კლუბის ინფრასტრუქტურას ბადალი არ ჰყავს.პირველები ვართ, მსგავს ინოვაციებს ნერგავს.სხვა გუნდების მისაბაძ გავხდებით.“

„რაც შეეხება სტადიონს, იმედიანად ვართ განწყობილნი.გვინდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუ“ მსოფლიოს არტიტექტურის სარკე გახდეს.რამდენიმე დღეში, ტენდერში გამარჯვებული პროექტიც გახდება ცნობილი.“

realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)