კრიშტიანუ: „„რეალი“ შეუდარებელია“

სამეფო კლუბის პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი, ერთ-ერთ ესპანურ ტელევიზიას, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად ესტუმრა, რომლებმაც მისგან „რეალის“ მაისურები მიიღეს საჩუქრად.


როგორც ცნობილია, „ელ ფერარი“ ლეიკემიით დაავადებული ყმაწვილების ერთ-ერთი დონორია: „არაჩვეულებრივი გრძნობაა, როდესაც სხვა ადამიანს ეხმარები.ეს ბიჭები ჩემთვის გმირები არიან.მიუხედავად მძიმე სენისა, ისინი ფარ-ხმალს არ ყრიან და ბოლომდე იბრძვიან.“

„„რეალს“ ვერცერთი კლუბი შეედრება.საქმე გვაქვს მსოფლიოში უდიდეს გრანდთან.“

„მე მიყვარს მადრიდი, მადრიდელები და მადრიდისტები.„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნებისმიერ გამოსვლა, ოცნების ახდენის ტოლფასია.ადგილობრივებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, როგორც მოედანზე, ასევე ქუჩებში, რაც ძალიან მაბედნიერებს.ვიმედოვნებ, კარიერას სწორედ აქ დავასრულებ.“

„ყოველთვის ვცდილობ გამოვავლინო მაქსიმალური პროფესიონალურობა.არის მომენტები, როდესაც მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვარ, თუმცა მუდამ ბოლომდე ვიხარჯები.ათასი პროცენტით ფეხბურთზე ვფიქრობ.მინდა, რომ ადამიანებმა სიამოვნება მიიღონ ჩემი თამაშისგან.“

realmadrid.com

აღნიშნულ ინტერვიუს, უფრო ვრცლად, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)