"უსამართლობის განცდა მაქვს"

ალბერტო ტორილის განცხადება...


"რეალ" მადრიდ კასტილიას უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო ტორილმა ღია წერილი გამოაქვეყნა გუნდიდან წასვლის შესახებ. მან გუნდს მადლობა გადაუხადა და აქვე დაამატა, რომ მას უსამართლობის განცდა ეუფლება. ალბერტო ტორილმა მადრიდის "რეალში" 6 წელიწადი დაჰყო. მის ხელში იზრდებოდნენ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები (ხესე, მორატა, კასემირო და სხვა.)

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მადრიდულ კლუბს. როდესაც აქ ვმუშაობდო, თავი სახლში მეგონა. ეს მართლაც ჩემი სახლია. ამ გუნდმა მე მომცა შანსი, რათა განვვითარებულიყავი როგორც მწვრთნელი."

"ეს ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. მე მოვედი გუნდში სრულიად უსწავლელი, "რეალმა" შანსი მომცა და მე აქ 6 შესანიშნავი წელიწადი გავატარე, მადლობა ყველაფრისთვის. მადრიდულმა გრანდმა ბევრი მასწავლა, ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე მაშინ და იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები ამ გუნდში."
- განაცხადა ტორილმა.

"მე მივდივარ გუნდიდან და უსამართლობის განცდა მიჩნდება გულში. მე ყოველთვის ვფიქრობდი "რეალზე", მაგრამ "რეალი" არასდროს ფიქრობა ჩემზე. ექვსი წლის განმავლობაში ეს ყველაზე რთული სეზონი იყო ჩემთვის. ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებოდნენ, მათ ვერაფერს მოვთხოვ. ამდენი კარგი სეზონის შემდეგ, რთულია ცუდი შედეგის აღქმა. ხელმძღვანელობას ეს არ მოეწონა და მე დამითხოვეს."
- დაასრულა მადრიდის "რეალის" ბ გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა.


ინფორმაციის წყარო: Football Espana dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)