სანჩისი: „ხედირას ადგილი კაზემირომ უნდა ჩაიბაროს“

წარსულში სამეფო კლუბის ცნობილმა მცველმა მანოლო სანჩისმა, Marca-ს კითხვებს უპასუხა.


- ვინ არის უკეთესი, კრიშტიანუ თუ მესი? ჩვენი თხოვნა იქნება, რომ პირდაპირ გვიპასუხოთ კითხვაზე და არა ირიბად, როგორც ამას რესპოდენტთნა უმრავლესობა აკეთებს...
- ბუნებრივიაი, ცოხვრებაში ყველაფერზე არ შეიძლება თქვა კი ან არა, მაგრამ რაც შეეხება ფეხბურთს, ხშირ შემთხვევაში ადვილია შავისა და თეთრის გარჩევა.რაც შეეხება კითხვას, გიპასუხებთ, რომ დღესდღეობით რონალდუ უკეთესია.

- როგორ ფიქრობთ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ხუანფრანი უკეთ გამოიყურება, თუ არბელოა? ჩემი აზრით, პირველი მათგანი გაცილებით საინტერესო მცველია, ვიდრე ალვარო, რომელიც დაცვიდან თამაშობს...
- არჩევანს არბელოაზე შევაჩერებდი.ამ უკანასკნელმა თავისი საიმედო თამაშის წყალობით, ბევრი მწვრთნელის ნდობა მოიპოვა, თუმცა ვფიქრობ, რომ სამუნდიალო მცველი დანიელ კარვახალია.

- რას ფიქრობთ ისკოსა და კაზემიროზე? ერთი სათადარიგოდან არ დგება, ხოლო მეორე, საერთოდ განაცხადში ვერ ხვდება...
- ვფიქრობ, ისკოს შემთხვევაში ყველაფერი ნათელია.მალაგელმა სეზონი ჩინებულად დაიწყო, თუმცა როგორც ჩანს, შემდეგ სადავეები გაუშვა ხელიდან, რაც შეუმჩნეველი არ დარჩათ მადრიდში, სადაც მხოლოდ იმას აყენებენ სასტარტოში, ვინც საუკეთესო კონდიციებში იმყოფება.მიუხედავად ამისა, ისკო შემადგენლობის მნიშვნელოვან ფიგურად რჩება.რაც შეეხება კაზემიროს სიტუაციას, მას ახსნას ვერ ვუძებნი.ფეხბურთელმა პრე-სეზონი უმაღლეს დონეზე გაატარა, თუმცა შემდეგ მყისვე გაქრა ჩვენი თვალებიდან.

- ხედირას ტრავმის გამო, ანჩელოტიმ სათამაშო სქემა უნდა შეცვალოს?
- ჩემი აზრით, სემის ყველაზე სრულფასოვნად კაზემირო შეცვლის.ასეთ პირობებში, სქემის გარდაქმნა არ იქნება საჭირო.

- არ გეჩვენებათ, იმის დასამტკიცებლად, რომ რონალდუ მესიზე უკეთესია, „რეალი“ საკმაოდ აგრესიულ კამპანიას აწარმოებს.ამჟამად, არგენტინელი ტრავმირებულია, თუმცა ლაზარეთში შესვლამდე, სწორედ ის ითვლებოდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად...
- თავის დროზე საუკეთესო იყო მარადონა, მანამდე დი სტეფანო და პელე, ხოლო შემდეგ, ზიდანი, ინიესტა და ჩავი.ახლა გვყავს რონალდუ და მესი, რომელთა თამაშის ყურებაც ერთი სიამოვნებაა.

- როგორ ფიქრობთ, ანჩელოტი დიდი ხნითაა „რეალის“ სათავეში?
- ამაზე პასუხს გუნდის შედეგები გაგვცემს.

realmadrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)