მნიშვნელოვანი დღე მადრიდისტებისათვის

დღეს, საბოლოოდ დაკომპლექტდება, 2014 წლის მუნდიალზე, ბებერი კონტინენტიდან წამსვლელთა რიგები.


ხორვატია - ისლანდია (პ.მ. 0-0)
ნიკო კოვაჩის შეგირდებმა, საკმაოდ რთულ კლიმატურ პირობებში, გოლის გატანა ვერ მოახერხეს, თუმცა გულშემატკივრებს განსხვავებულ სურათს ჰპირდებიან საშინაო შეხვედრაში.ლუკა მოდრიჩისა და მარიო მანჯუკიჩის კლასის ხარჯზე, ხორვატები იოლ გამარჯვებას ელოდებიან.შეხვედრა თბილისის დროით, 23 საათსა და 15 წუთზე აიღებს სტარტს.

საფრანგეთი - უკრაინა (0-2)
აღნიშნული დაპირისპირება, უდავოდ დღის გამორჩეული თამაშია.4 დღის წინ, „მამლებმა“ ყველასთვის მოულოდნელად, 2 უპასუხო გოლი გაუშვეს კიევში, რითაც საგრძნობლად გაირთულეს მდგომარეობა.„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტმა ფრანკ რიბერი, ვერაფერი გააწყო მასპინძლების წინაშე, რომლებმაც გამაჯვების წყურვილით, არაფერი დაუთმეს მეტოქეს.განმეორებით დაპირისპირებაში, ფრანგებს დიდი ბრძოლა ელოდებათ, რამეთუ საგზურის მოსაპოვებლად, მინიმუმ 3 ბურთიანი ჰანდიკაპი ესაჭიროებათ.სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდებიან რაფა ვარანი და კარიმ ბენზემა.დაპირისპირება თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება.

შვედეთი - პორტუგალია (0-1)
პაულო ბენტუს ფეხბურთელები, სტოკჰოლმში საკმაოდ კომფორტული მდგომარეობით ჩადიან.კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალე თავური დარტყმით, „წითლებმა“ მინამული სხვაობით დაამარცხეს მეტოქე, თუმცა რაც ყველაზე მნიშნელოვანი იყო, გოლი არ გაუშვეს.თავის მხრივ, არასახარბიელო სიტუაციაშია იბრა და კომპანია, რამეთუ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ პორტუგალია სტუმრად ვერ მოახერხებს მათი კარის აღება.ერთი სიტყვით, ამ შემთხვევაშიც საინტერესო და დაძაბული თამაში გველოდება.„ელ ფერარის“ მსგავსად, პეპე და კოენტრაუც მოწოდების სიმაღლეზე არიან და მათი მიზანი მხოლოდ ბრაზილიაში გამგზავრებაა.აღნიშნული პაექრობა, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე, დაიქოქება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)