კასილიასი: „რობენს ბრწყინვალე სეივი გავუკეთე“

„ას“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, იკერ კასილიასმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა (დღეს, „ფურია როხა“ იმ სტადიონზე გამართავს ამხანაგურ თამაშს, სადაც 4 წლის წინ მუნდიალი მოიგო).


- რა მოგონებები შემოგრჩათ, 2010 წლის ფინალიდან?
- სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ის მახსოვს, თუ როგორ ვზეიმობდით ტიტულს გასახდელში.90 წუთის განმავლობაში, ყველანი დაძაბულები და ანერვიულებულნი ვიყავით.ბუნებრივია, ფეხბურთელებს სხვადასხვა მოგონებეი დაგვრჩათ, რომლებსაც პერიოდულად ვუზიარებთ ერთმანეთს.

- კოკემ თქვა, რომ თქვენ და დანარჩენი „ფურია როხელები“ ესპანელებისათვის ღმერთები ხართ...
- კარგად ვიცით, რომ იმ დღეს ესპანეთის სპორტის ისტორია გადავწერეთ.ჩვენი ქვეყნისათვის ფრიად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა, რამეთუ აქამდე, არსოდეს ყოფილა მსგავსი წარმატება.რა თქმა უნდა, ღმერთები არ ვართ, თუმცა პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ ქომაგები ვასიამოვნეთ.

- ალბათ, გახსოვთ სეივი, რომელიც რობენს გაუკეთეთ?
- რაც დრო გადის, უფრო გავიწყდება მსგავსი მომენტები, თუმცა როდესაც ტელევიზორში იმეორებენ ამ კადრებს, თვალწინ მიდგება ყველაფერი და ტანში ჟრუანტელი მივლის.დავინახე თუ არა ჩემსკენ მომავალი რობენი, გავიფიქრე, რომ გოლის გატანისა და სეივის გაკეთების შანსები 50:50-ზე იყო.საბედნიეროდ, გამიმართლა, რამეთუ დარტყმის შემდეგ ბურთ იმ ფეხზე მომხვდა, რომელიც განზრახ დავტოვე.თავს ბედნიერად ვგრძნობ, რამეთუ საფინალო შეხვედრაში და კონკრეტულად ოქროს მედლების მოპოვებაში, მეც შევიტანე წვლილი, რამაც ესპანელებს სიამაყის საფუძველი მისცა.

- ესპანეთის ისტორიაში, ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტანი ხართ?
- არა მგონია.მე გახლდით კაპიტანი, ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს.გამიმართლა, რომ სწორედ ამ პერიოდში მომიწიო ფეხბურთელობა.ლუის არაგონესთან და დელ ბოსკესთან ერთად, დიდებული წუთები გადაგვხვდა თავს.ბუნებრივია, კაპიტანი მეტად შესამჩნევი ფიგურაა, რამეთუ თასებს სწორედ ის იბარებს.ნაკრების ისტორიიდან გამომდინარე, ბევრი დიდებული მოთამაშე მახსოვს.

- რა იქნებოდა 3 წლის უკან, სათადარიგოზე რომ ყოფილიყავით?
- არავინ იცის, რა მოხდება ხვალ.დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო.3 წლის უკან, ნამდვილად დიდებული პერიოდი მედგა, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო თვალსაზრისით.ვიმედოვნებ, როდესაც 5 თვის შემდეგ დამისვამთ ანალოგიურ კითხვას, გიპასუხებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, სამეფო თასისა და მუნდიალის გამარჯვებული გავხდი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)