ბექემის გრანდიოზული გეგმები და ლებრონთან პარტნიორობა

დევიდ ბექემი ამერიკული სოქერის ტრანსფორმაციის იდეითაა შეპყრობილი. მას სურს ა.შ.შ.-ს (MLS) Major League Soccer - ის სადავეები ხელში ჩაიგდოს. ე.წ. Franchise - ანუ პრივილეგია მოიპოვოს და განახლებული MLS - ის მთავარი ოფისი მაიამიში განათავსოს.


ბექსის მთავარი ბიზნესპარტნიორი და სპონსორი გახდება ამერიკელი მილიარდელი და "American Idol" - ის შემქმნელი საიმონ ფიულერი. სერ დევიდი თავისმხრივ, მონდომებულია, რომ ამ საქმეში მაიამი ''ჰიტის'' სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსიც ჩართოს, რომელიც სულაც არ არის საფეხბურთო ბიზნესში გაუცხოებული, იგი ინგლისური ''ლივერპულის'' აქციათა მფლობელია. ზოგადად ცნობილია, რომ მაიამის ვარსკვლავები, ჯეიმსი და დი ვეიდი ფეხბურთის დიდი მოყვარულები არიან.

როდესაც დევიდ ბექემმა ლოს ანჟელეს ''გალაქსისთან'' გააფორმა კონტრაქტი, ხელშეკრულებაში ჩაიდო ასეთი პუნქტი, რომ ინგლისელს 25 მილიონ დოლარად შეეძლო MLS - ის ფრენჩაიზის შეძენა.
ბექემი გეგმავს, რომ MLS მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატად აქციოს. 2020 წელს გუნდების რაოდენობა ოცდაოთხამდე გაიზრდება. თუ ლებრონ ჯეიმსი დათანხმდა შეთავაზებას უპრეცედენტოდ დიდი ნაბიჯი გადაიდგმება ამერიკული სოკერის გასავითარებლად.

ბექემის ინიციატივით მაიამიში აშენდება ახალი ულტრათანამედროვე საფეხბურთო სტადიონი, რომელიც სრულიად ფლორიდის გული გახდება.
თუ ყველა ზემოთაღნიშნულ ჩანაფიქრს ხორცი შეესხა, ფეხბურთი ა.შ.შ. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტად იქცევა და საფუძველი ჩაეყრება ახალ, ძალიან საინტერესო საფეხბურთო ცივილიზაციას. dle 10.1

  • Stifler
  • 19 ნოემბერი 2013
  • 2565
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)