გუტი: რონალდო გუნდური მოთამაშეა

გუტი: რონალდო გუნდური მოთამაშეა


“ტელემადრიდთან” ინტერვიუში “რეალის” ვიცე-კაპიტანმა, გუტიმ გუნდში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და დებიუტანტი თანაგუნდელები დაახასიათა.


- გუტი, შენთან დაკავშირებით რა ვითარებაა?
- არაფერი განსაკუთრებული, თანაგუნდელებთან ერთად ვვარჯიშობ და საკუთარ შანსს ველი. უკვე 10 წელია, რაც ამ კლუბში ვირიცხები და “ბლანკოსში” კარიერის დასრულებაზეც არ ვიტყოდი უარს.

- გუნდის ასპარეზობას როგორ შეაფასებდი?
- სწორ გზაზე ვდგავართ, ერთი ეგაა, შეთამაშება გვაკლია და ყველაფერი იდეალურად იქნება. მოკლედ, თანდათან ვუმატებთ, რაც “რასინგთან” მატჩშიც დამტკიცდება.

- კრისტიანო რონალდოზე რას იტყვი?
- რონალდოს არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო, ახლა მისგან ყველა გაბრწყინებას ელის, თუმცა უნდა ვაცალოთ ფორმაში თავიდან შესვლა. საქმე ისაა, რომ “რეალი” ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არაა, შესაბამისად, კრისტიანოს შემცვლელი გუნდში გვყავს.

- რონალდოს, როგორც მოთამაშეს, როგორ აღწერდი?
- დიდებული ფეხბურთელია. შეუძლია თამაში ინდივიდუალურად მოიგოს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პორტუგალიელი ფინტების მთელი კასკადის მიუხედავად, რასაც ყოველ მატჩში გვთავაზობს, ყოველთვის გუნდზე თამაშობს.

- რახან რონალდო აღწერე, მოდი, მეორე ახალწვეული, კაკაც დაგვიხასიათე.
- ბრაზილიელიც გუნდური მოთამაშეა, თუმცა ამ შემიძლია არ აღვნიშნო მისი გენიალური პასები, რომლებიც, თითქმის ყოველთვის, მწვავე იერიშებით სრულდება. რიკი დაცვაშიც ხშირად ჩამოდის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

- ბენზემაზე რას იტყვი?
- კარიმს ძალიან დიდი მომავალი აქვს. შესაძლოა, ადაპტაცია ოდნავ გაეწელოს, თუმცა როცა სრულად გაიხსნება, “რეალის” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდება.

- ხაბი ალონსოს კი ძალიან კარგად იცნობ...
- ხაბი შეტევასა და დაცვაში თანაბრად ნაყოფიერია. თითქმის ყველა იერიში სწორედ მისი ორგანიზებით იწყება.

- მანუელ პელეგრინის შესახებაც თქვი.
- მანუელს ესპანეთში ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამჟამინდელი გუნდისთვის იდეალური მწვრთნელია. ჩვენც ისღა დაგვრჩენია მას ვენდოთ და ხელი შევუწყოთ.

- რაულთან ერთად კაპიტნობის გაზიარება, ალბათ, დიდი პატივია...
- რა თქმა უნდა. ჩვენი კარიერა დასასრულს უახლოვდება. თუმცა ჩვენი შემცვლელები უკვე იზრდებიან. იმედი მაქვს, რომ “სამეფო კლუბის” ინჩასები თბილად მოგვიგონებენ.

- ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობას კვლავ აპირებ?
- რა თქმა უნდა, მსურს, რომ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობა მივიღო, თუმცა ამისთვის გუნდში კარგი ასპარეზობაა საჭირო. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ესპანეთი მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებად ჩამოყალიბდა და კონკურენციაც გაიზარდა.

- და ბოლოს, შენი საამსეზონო ნატვრა როგორია?

- როგორც ყოველთვის, პრიმერასა და ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლები.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 18 ნოემბერი 2009
  • 1545
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)