კაზემირო: „ბევრს ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, შანსი მომეცემა“

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კაზემირომ, გაიხსენა თავისი დებიუტი კლუბში, ისაუბრა მის უთამაშებლობაზე და განაცხადა, რომ რონალდუ "ოქროს ბურთს" იმსახურებს.


""სანტიაგო ბერნაბეუ" ძალიან შთამბეჭდავია. მე მიყვარს ეს სტადიონი და მისი სიდიადე. ყოველთვის, როცა მე აქ ვთამაშობ, ეს ჩემთვის ოცნებაა, ამის ახსნა შეუძლებელია , ეს უბრალოდ ფანტასტიკურია", - აცხადებს კაზემირო, რომელმაც ასევე ღიმილით გაიხსენა ის დღე, როდესაც მისი დებიუტი შედგა: "ჩემი დებიუტი მატჩში, "ბეტისის" წინააღმდეგ? ეს საოცარი მომენტი იყო. მატჩმდე ანერვიულებული ვიყავი, მაგრამ მოურინიო მენდო და ეს ბევრ რამეში დამეხმარა. მადლობელი ვარ ჟოზე მოურინიოსი. ყველაფერი კარგად დამთავრდა."

ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს: "ჩვენი პერსპეqტივები ჩემპიონთა ლიგაზე? ისეთი გუნდისთვის, როგორიც მადრიდია, მთავარი გამარჯვებაა. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერs გავაკეთებთ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ცოტა იღბალი გვაკლდა, ერთი ნაბიჯი გვაშoრებდა ფინალამდე."

ბრაზილიელმა, ასევე მცირე კომენტარი გააკეთა თავის სიტუაციაზე "სამეფო კლუბში", ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას არც-ერთი წუთი არ უთამაშია, თითქმის ორ თვეზე მეტია: "ჩემი სათამაშო დრო? ეს სიტუაცია მესმის. მე მშვიდად ვარ, ყოველდღე მაქსიმალური ენთუზიაზმით ვვარჯიშობ და მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ. ბევრს სურს ჩემ ადგილზე ყოფნა. მე ვმუშაობ, რომ მზად ვიყო, როდესაც მწვრთნელს დავჭირდები, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე მადრიდში ყოფნა მსიამოვნებს."

კაზემირომ განაცხადა, რომ "ოქროს ბურთი" კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მიიღოს: "რა თქმა უნდა, კრიშტიანუ "ოქროს ბურთს" იმსახურებს. ის თამაშში ორ გოლზე მეტს იტანს და მას კიდევ უფრო მეტი სურს. ეჭვგარაშეა, ის საუკეთესოა. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მაგალითი მისგან ავიღო. ჩემთვის, ასევე სამაგალითოები არიან იკერი, მარსელო და რამოსი."

ზიდანზე ახალგაზრდა ნახევარმცველმა განაცხადა: "ზიდანი - საუკეთესო ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში, მე უსაზღვროთ ბედნიერი ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ. ავღნიშნავ ასევე რონალდოს (ბრაზილიელი), ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო თავის დროზე."

dle 10.1

  • Ricky.
  • 14 ნოემბერი 2013
  • 1489
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (168)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)