რას ადარებს ფიფა?

კითხვა, რომელიც ყველა თქვენგანს გაუჩნდა, ვინც კი ფეხბურთელების პროფილები წაიკითხა.


ფიფას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ოქროს ბურთის ნომინანტთა პროფილებში ვკითხულობთ, თუ რამდენი გოლი აქვთ გატანილი ფეხბურთელებს თავიანთ ჩემპიონატის 2012/13 წლებში. განსაკუთრებით შესამჩნებია რონალდუს პროფილი , სადაც წერია მის მიერ გატანილი გოლები და შემდეგ მითითებულია, რომ ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება არგენტინელი ლიონელ მესისი მიერ 2012/13 წლების სეზონში მიღწეულ მაჩვენებელს. კითხვა, რომელიც ამ დროს გაგიჩნდათ ყველა თქვენგანს, ალბათ მდგომარეობს შემდეგში, რატომ არ წერს ფიფა არაფერს რონალდუს 2013 წლის მაჩვენებელზე და იმაზე, რომ ის ბევრად აღემატება მესის ანალოგიურ მაჩვენებელს? იკითხავთ, რატომ უნდა წერდესო?

იმიტომ უნდა წერდეს, რომ ფიფას წევრ ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებში დაგზავნილ ინსტრუქციაში ფიფამ ფეხბურთელების შეფასების კრიტერიუმად მითითებული აქვთ:

ფეხბურთელთა შეფასებები

"2013 წლის 1 იანვრიდან არჩევნების დღემდე ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები შედეგები, როგორც ეროვნულ ნაკრებებში, ასევე კლუბებში მოედანზე და მოედანს მიღმა. განსაკუთრებით კი მიაქციეთ ყურადღება მნიშვნელოვან შეხვედრებში არსებულ მაჩვენებლებს."

ხმათა განაწილება

"მედიის წარმომადგენლების ხმები ხმათა საერთო რაოდენობის 33%-ია, ანალოგიურად არის განაწილებული მთავარი მწვრთნელებისა და ნაკრებების კაპიტნების ხმები."

ფიფა გირჩევთ

იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა პროფილებს. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ ფეხბურთელთა საუკეთესო მომენტები 2013 წელს."

ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ჩნდება მარტივი კითხვა, რატომ აქცევს ყურადღებას ფიფა 2012/13 წლების სეზონს, მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციებში დაგზავნილ ინსტრუქციებში ფეხბურთელთა შეფასების კრიტერიუმად მითითებული აქვს პერიოდი 2013 წლის 1 იანვრიდან არჩევნების დღემდე.?

პასუხი და დასკვნები თქვენთვის მომინდია. dle 10.1

  • shvela
  • 14 ნოემბერი 2013
  • 4944
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (174)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)