იერო: "დღესდღეობით რონალდუ საუკეთესოა"

"მადრიდის რეალის" ყოფილი კაპიტანი ძალიან ნათლად გამოხატაავს თავის აზრს.


ფერნანდო იერომ აღნიშნა , რომ რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და რომ მან უკვე იცის, თუ ვინ იქნება ოქროს ბურთის შემდეგი მფლობელი.

"დღეს კრიშტიანო რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და ჩემთვის უდიდესი პატივია , რომ ის "მადრიდის რეალში" თამაშობს და მე უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ , როცა მის თამაშებს ვუყურებ სამ დღეში და კვირაში ერთხელ. მე უკვე ვიცი, თუ ვის უნდა მივცე ხმა ამის საშუალება რომ მქონდეს და ეს კრიშტიანო რონალდუა"-განაცხადა იერომ.

"ესაა ფეხბურთელი, რომელსაც იდეალური გამოცდილება აქვს, რომელიც ბრწყინვალედ გამოდის, ფეხბურთელი, რომელიც 95 პროცენტით იხარჯება და რომელიც უმაღლეს დონეზე გამოდის მუდამ. ჩემთვის ის ნამდვილად იმსახურებს ოქროს ბურთს"-განაცხადა "მადრიდის რეალის" ვეტერანმა ფეხბურთელმა.

"ყველას, რა თქმა უნდა , თავისი აზრი გააჩნია ფინალისტებთან დაკავშირებით. მე უდიდეს პატივს ვცემ რიბერის და მესის, მაგრამ რომ მქონდეს საშუალება უპირობოდ რონალდუს ავირჩევდი. ის საუკეთესოა ფეხბურთში."

ისკოსთან დაკავშირებით იერომ განაცხადა: "ის ახალგაზრდაა. ხუთი წლით აქვს გაფორმებული კონტრაქტი კლუბთან და მას ფანტასტიკური სტარტი ქონდა. მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ის სათადარიგოთა სკამზე დაესვა და ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, რომელსაც უდიდესი ნიჭი და ტალანტი აქვს." dle 10.1

  • shvela
  • 14 ნოემბერი 2013
  • 1647
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (169)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)