დი მარიამ კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გადახედვა სთხოვა

დი მარიას სურს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მის კონტრაქტს გადახედოს, ხელშეკრულების გაუმჯობესების მიზნით.


ანხელისთვის ეს სეზონი ძალიან მრავალფეროვანია. არგენტინელი სეზონის დასაწყისში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ შემდეგ ის კლუბში ახალ მოსულმა გარეთ ბეილმა დაჩრდილა და დი მარია სათადარიგო ფეხბურთელად გადაიქცა.

გამოცემა El Confidencial ინფორმაციით, დი მარიამ კიდევ ერთხელ მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მის კონტრაქტს ხელახლა გადახედონ, გაუმჯობესების მიზნით. ბოლოს არგენტინელმა ახალ კონტრაქტს ხელი 2012 წელს მოაწერა. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ დი მარია ხელფასის სახით 3.5 მილიონ ევროს მიიღებდა. მაგრამ შემდეგ კლუბმა შეიძინა გარეთ ბეილი, რომელსაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი დაენიშნა, ხელახლა გააფორმა კლუბთან კონტრაქტი კრიშტიანუ რონალდუმ და ანხელსაც ასევე სურს, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმოს კლუბთან, რადგან ის თვლის, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მეტს იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი, ხორხე მენდესი, უკვე მივიდა "სანტიაგო ბერნაბეუს" ოფისში.

ანხელ დი მარია მოედანზე 17 შეხვედრაში გავიდა (იგულისხმება პრიმერაში და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩები). ანხელმა სამი გოლის გატანა და ექვსი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

dle 10.1

  • Ricky.
  • 14 ნოემბერი 2013
  • 2010
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)