"BBC" თავის სტიქიაშია

ბეილი, ბენზემა და რონალდუს ტრიუმვირატი ბატონობს ევროპაში.


BBC-მ 36 გოლს 21 საგოლე გადაცემა დაამატა

პორტუგალიელი ტრიუმვირატში მაინც ყველაზე ძლიერი დამრტყმელი ძალაა. ის თავის საუკეთესო სეზონის სტარტს ატარებს კარიერის მანძილზე. მან 1530 წუთში 24 გოლსა და შვიდ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

7-იანს ბენზემა და ბეილი მოყვებიან. "კატა" ფრანგი, მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა , ნამდვილ ვეფხვად იქცა ბოლო დროს. მას რვა გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს დაგროვილი, ხოლო ტრიუმვირატის მესამე წვერს , რომელსაც ამ ხნის მანძილზე ნამდვილი ჯოჯოხეთის გავლამ მოუწია არაკეთილმოსურნე ხალხისგან, 575 წუთში ოთხი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. საერთო ჯამში კი 21 საგოლე გადაცემა და 36 გოლი 3361 წუთში.

"ბარსას" და "ატლეტიკო"-ქულები და პოზიციით წინა პლანზე, გოლებით და საგოლე გადაცემებით კი უკან

ამ ზაფხულის მანძილზე ხშირი იყო სპეკულაცია "ბარსელონას" წინა ხაზისა და "მადრიდის რეალის" წინა ხაზის შედარების დროს. არგენტინელი ვარსკვლავი თავის კარიერის ყველაზე ცუდ დროს გადის, მას 1030 წუთში 14 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. აღნიშნული ციფრები ბევრად ჩამორჩება რონალდუს მაჩვენებელს, რომელმაც საერთო ჯამში 500 წუთით მეტრი ითამაშა.

არგენტინელის დანაკლისი ასე თუ ისე შეივსო ბრაზილიელი ნეიმარის თამაშით. ბრაზილიელი უხვად არიგებს საგოლე გადაცემებს. მას საერთო ჯამში ცხრა საგოლე გადაცემა აქვს, მაგრამ ამ ხნის მანძლზე მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა გოლის გატანა. კატალონიელებსი ტრიუმვირატის მესამე წევრი არის სესკი, რომელსაც ტატა უფრო ხშირად იყენებს , ვიდრე ალექსის და რომელიც ასევე უპირატესობას ანიჭებს საგოლე გადაცემების გაკეთებას. მის ანგარიშზე 12 საგოლე გადაცემა და ოთხი გოლია. საერთო ჯამში ტრიუმვირატის ანგარიშზე 23 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა 3174 წუთში.

"ბარსას" პარალელურად "ატლეტიკო" მესამე წვერის ნაკლებობას განიცდის. მათ არავინ ყავთ ისეთი, ვინც დიეგო კოსტასა და დავიდ ვილიას გაუწევდა კომპანიონობას. ბრაზილიელის ანგარიშზე 16 საგოლე გადაცემაა, ხოლო ვილას ანგარიშზე კი ევქსი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა. ამ ორ თავდამსხმელს კომპანიონობას უწევს კოკე და არდა. "ატლეტიკოს" ფანტასტიკური ოთხეულის ანგარიშზე 27 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა 4508 წუთში.

"ბაიერნი" "არსენალთან" ახლოსაც კი არაა

ესპანეთს გარეთ ყველაზე მრისხანე წინა ხაზი ყავს "ბაიერნს". ბაიერნელებს შესანიშნავი ოთხეული ყავთ შემდეგი შემადგენლობით: რიბერი, რობენი, მიულერი და მანჯუკიჩი. გვარდიოლას შეგირდებს შორის რიბერის, რომელიც რონალდუსთან და მესისთან ერთად ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს, შვიდი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა აქვს 1217 წუთში. მეორე ადგილზე არის მანჯუკიჩი 10 გოლით, შემდეგ მოდის მიულერი,რომელსაც აქვს ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა, ხოლო ბოლოს არის რობენი ხუთი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა. საერთო ჯამში მათ ანგარიშზე 28 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა 4115 წუთში.

იბრაგიმოვიჩ და კავანის პარტნიორები ჭირდებათ

თუ ბავარიელების წინა ხაზი ნამდვილი ვარკსვლავურია, მაშინ საერთოდ რა უნდა თქვას "პსჟ"-მ. ფრანგული კლუბის წინა ხაზს ქმნიან იბრაგიმოვიჩი და კავანი. ამ ორ ვარკსვლავს კი ნამდვილად აკლია მესამე პირი. შვედ ფეხბურთელს ბრწყინვალე სტარტი აქვს, მის ანგარიშზე 12 გოლია. კავანი, რომელიც წელს ზაფხულში გადავიდა "პსჟ"-ში , აქტივში აქვს 11 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა. საერთო ჯამში ამ ორის ანგარიშზე 23 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა 2327 წუთში.

მათ კომპანიონობას უწევს ბრაზილიელი ლუკას მოურა ორი გოლით და სამი საგოლე გადაცემით და არგენტინელი ლავეცი, რომელსაც ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს. საერთო ჯამში კი ოთხეულის ანგარიშზე 10 საგოლე გადაცემა და 26 გოლია 3881 წუთში.

ინგლისი ახლოსაც ვერ მოდის

გადავიდეთ პრემიერ ლიგაზე. ყველაზე ვარსლკვლავური წინა ხაზი ეკუთვნით "მანჩესტერ სიტი", "არსენალს" და "ლივერპულს".

პელეგრინის შეგირდები ყველაზე ახლოს არიან "მადრიდის რეალთან". კუნ აგუეროს ანგარიშზე 13 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემაა 1100 წუთში. ნეგრედოს ანგარიშზე რვა გოლი და სამი საგოლე გადაცემა, შემდეგ მოდის ჯეკო ოთხი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით. მათ ზურგს უმაგრებთ სილვა და ტურე. საერთო ჯამში ეს ხუთი ფეხბურთელი რონალდუს, ბენზემას და ბეილის რიცხვებსაც კი ვერ აღწევენ. მათ ანგარიშზე 4503 წუთში 34 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევაში ვან პერსის გამორჩევა შეიძევა, რომელსაც რვა გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს, ასვეე რუნი, რომელსაც შვიდი გოლი და რვა საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მათ კომპანიონობას უწევს ვალენსია, უელბეკი და იანუზაი, საერთო ჯამში მათ ანგარიშზე 3880 წუთში 22 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

"იუვე" და "ნაპოლი" მაინც შორს არიან

ბოლოს იტალიასაც შევეხოთ, სადაც "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ყველაზე შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ისინი ახლოსაც ვერ მიდიან "მადრიდის რეალის" ტრიუმვირატთან. რაფა ბენიტესის შეგირდებს 25 გოლი და 13 საგოლე გადაცემა აქვთ, რომელიც ნაწილდება კალეხონზე, იგუაინზე, ჰამშიკზე, პანდევზე და ილუსტრიოზე. ორით მეტი ფეხბურთელი და თერთმეტი გოლითა და რვა საგოლე გადაცემით ნაკლები.

"იუვეს" შემადგენლობაში ტევესი, ლორენტე, ვიდალი და პოგბას გამორჩევა შეიძლება, მათი საერთო მონაგარი კი არის 24 გოლი და 14 საგოლე გადაცემა 4515 წუთში.

ერთი სიტყვით, მიუხედავად მავანთა არაერთგზის კრიტიკასა, ტრიუმვირატი მუშაობს და ის მზადაა მრავალი რეკორდის დასამხობად.

იდგა ადრე სექტემბერი. მადრიდში კვლავ ცხელოდა. ესპანეთის დედაქალაქში თავი მოეყარა ასობით ჟურნალისტს. ისინი ნამდვილი დესპანები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ მილიონობით ადამიანისთვის უნდა ეუწყებინათ პირდაპირ ეთერში ტრიუვირატის შექმნის შესახებ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ყველაფერს, მაგრამ გავიდა ორი თვე და უკვე ყველა ხედავს ტრიუმვირატის ნამდვილ ძალას. ტრიუმვირატი მსოფლიოს დასაპყრობად პირველ ნაბიჯებს დგამს და ამისთვის ჯერ ევროპის საოკუპაციო გეგმას ამზადებს. ორი თვე ევროპა მშვიდად იყო, ვინაიდან ტრიუმვირატს ერთი აკლდა ე.წ. "ტრავმის" გამო და ყველანი ფიქრობდნენ, რომ ტრიუმვირატი ვერაფერს ვერ იზამდა. მაგრამ კოლმეურნეობის თავჯდომარისა არ იყოს, "ნურას უკაცრავად". ასე აღმოჩნდა ამ ორი თვის თავზე ევროპა , კიდევ ერთი კოლმეურნეობის თავჯდომარისა არ იყოს, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ "ბუტკაში შეთრეული". რა და როგორ მოხდება "ბუტკაში" , ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ, მანამდე კი ბრაზილიურ, ვენესუელურ და ეხლა უკვე თურქულ სერიალებივით გაწელილი თვეები გველის.
dle 10.1

  • shvela
  • 14 ნოემბერი 2013
  • 3804
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)