ნეგრედო: „პელეგრინიმ „რეალიდან“ წასვლა მირჩია“

ალვარო ნეგრედომ განაცხადა, რომ "სიტის" ჩილელმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, 2009 წელს მას მადრიდის "რეალის" დატოვება ურჩია.


ალვარო ნეგრედომ განაცხადა, რომ "რეალის" დატოვების გადაწყვეტილება მანუელ პელეგრინისთან საუბრის შემდეგ მიიღო, როდესაც 2009 წელს ის "თეთრების" ღირსებას იცავდა. თავდამსხმელი ახლა ამავე მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშობს "მანჩესტერ სიტიში". პელეგრინიმ ალვარაოს უთხრა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა კლუბის დატოვება, რადგან გუნდში თავდასხმის პოზიციაზე მაღალი კონკურენცია იყო.

"როცა პელეგრინიმ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა წასვლა, მან განიმარტა თავისი გადაწყვეტილება. მან მითხრა: "მე მინდა, რომ შენ ისეთ კლუბში წახვიდე, სადაც კვლავ შეგეძლება გაზრდა და თამაშის გაგრძელება." ის დამეხმარა ვარიანტის არჩევაში, ასე რომ, მე არ ვარ განაწყენებული. ვიცოდი, რომ პელეგრინის ჩემთვის კარგი სურდა", - განაცხადა ესპანელმა თავდამსხმელმა გაზეთ Express-თან მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, ნეგრედომ გაიხსენა ის დრო, როდესაც "რეალში" ბევრი მაღალი დონის თავდამსხმელი ირიცხებოდა. ""რეალში" მე ძირითადი ადგილისთვის მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ვებრძოდი. ესენი იყვნენ რაული, კრიშიტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, რუდ ვან ნისტერლოი და გონსალო იგუაინი, ასე რომ, მე ნამდვილად არ მქონდა დიდი შანსი." dle 10.1

  • Ricky.
  • 13 ნოემბერი 2013
  • 1514
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)