ვარჯიში განახლდა

ვარჯიში განახლდა


ერთთვიანი არდადეგების შემდეგ, “რეალმა” გუშინ ვარჯიში განაახლა. “სამეფო კლუბი” მანუელ პელეგრინიმ პირველად ავარჯიშა. სხვა ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს კრისტიანო რონალდომ, კარიმ ბენზემამ, გარაიმ, ნეგრედომ და რამდენიმე “კასტილიელმა”.


გუნდი ირლანდიაში 13 ივლისს გაემგზავრება. პირველივე ვარჯიშს კი, რომელიც ესპანეთის დროით ზუსტად 10:00 საათზე დაიწყო, 85 ფოტოგრაფი აფიქსირებდა. გუნდში ახალი სახეებიც მრავლად იყვნენ.

ფეხბურთელებმა საწყის ეტაპზე იძუნძულეს, შემდეგ კი სპრინტზეც გადავიდნენ. კრისტიანო რონალდომ დროის უდიდესი ნაწილი პეპესთან ერთად გაატარა, ბენზემა ლასანა დიარას “ჩაუბრატდა”, ისევე როგორც ესეკიელ გარაი ფერნანდო გაგოსა და გონსალო იგუანს, ხოლო ალვარო ნეგრედომ მისი ყოფილი “კასტილიელი” თანაგუნდელები მოინახულა.

ვარჯიში განახლდა


აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს რუუდ ვან ნისტელროიმ და მამადუ დაირამ. რაც შეეხება დანაკლისებს: კასილასი, რამოსი, ალბიოლი და კაკა კონფედერაციის თასზე ასპარეზობის გამო, გუნდს მოგვიანებით შეურთდებიან, ისევე როგორც ხავი გარსია და დანი პარეხო, რომლებიც ხმელთა შუა ზღვის თამაშებზე ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავენ.

მანუელ პელეგრინიმ გუნდში რამდენიმე “კასტილიელსაც” უხმო: ანტონიო ადანი, ფელიპე რამოსი, მარკოს ტებარი, აგუსი, და მიგელ პალანკა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 10 ივლისი 2009
  • 2265
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)