8 პრობლემა, რომელიც ანჩელოტიმ უნდა გადაწყვიტოს

სტანისლავ რინკევიჩი გვთავაზობს "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელის წინაშე არსებულ რვა პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას მოუწევს.


"კლასიკოში" განცდილი მარცხის შემდეგ, "მადრიდის რეალმა" შიდა ჩემპიონატში ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ ძნელად თუ უწოდებს კაცი ამას მოგებას . "სევილიასგან" გაშვებული სამი გოლი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს დაცვის ხაზის მიმართ, ხოლო "ვალეკასზე" ჩატარებული მეორე ნახევარი კი კლუბისთვის შეიძლება ყველაზე ცუდ თამაშად ჩავთვალოთ ანჩელოტის მოსვლის დღიდან. "იუვენტუსთან" მატჩი უფრო კარგად ჩატარდა, მაგრამ "მადრიდის რეალი" ორი გაშვებული გოლის გამო ფრეთი დაკმაყოფილდა.

იტალიელი სპეციალისტი მოვიდა კოლექტივში, სადაც რადიოქტიური ატმოსფერო სუფევდა, საერთოდ არ ჩართულა სასელექციო სამუშაოში და მან დაიწყო სათამაშო მოდელის გადაწყობა. ცხადია, რომ ასეთ სიტუაციაში პრობლემების გარეშე სეზონის დაწყება უბრალოდ წარმოუდგენელია. მოდით განვსაზღვროთ ეხლანდელი "მადრიდის რეალის" ძირითადი პრობლემები:

1. გაშვებული გოლების რაოდენობა

წინა სეზონებში "მადრიდის რეალი" პირველი თორმეტი ტურის მანძილზე სულ 9 გოლს უშვებდა, ხოლო 2010/11 წლებში მან სულაც 6 გოლი გაუშვა. ეხლა კი კლუბის "გაშვებული გოლები"-ს გრაფაში კაშკაშებს ციფრი 16 , ანალოგიური მაჩვენბლები კი აქვთ "მალაგას", "ელჩეს" და "სელტას".

საბედნიეროდ, ეს შეიძლება ავხსნათ მცველების მუდმივი როტაციით. ტრავმებსა და დისკვალიფიკაციებს ემატება ოპტიმალური ოთხეულის (მცველების) დამღლელი და ტანჯული ძიება. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის 15 შეხვედრაში მცველების სხვადასხვა შემადგენლობამ 12-ჯერ ითამაშა.

მარსელო - სერხიო რამოსი - პეპე - არბელოა (3-ჯერ)

კოენტრაუ - სერხიო რამოსი - პეპე - არბელოა (2-ჯერ)

კოენტრაუ - სერხიო რამოსი - პეპე - კარვახალი (ერთხელ)

მარსელო - სერხიო რამოსი - ვარნაი - არბელოა (ერთხელ)

მარსელო - პეპე - ვარანი - კარვახალი (ერთხელ)

მარსელო- სერხიო რამოსი - პეპე - კარვახალი (ერთხელ)

კოენტრაუ - სერხიო რამოსი - ვარანი - არბელოა (ერთხელ)

მარსელო - ვარანი - პეპე - კარვახალი (ერთხელ)

არბელოა - ნაჩო - პეპე - კარვახალი (ერთხელ)

არბელოა - სერხიო რამოსი - პეპე - კარვახალი (ერთხელ)

ნაჩო - სერხიო რამოსი - პეპე - კარვახალი (ერთხელ)

მარსელო - პეპე - ვარანი - სერხიო რამოსი (ერთხელ)

გარდა ამისა , პერზონალიზებული "მადრიდის რეალის" დაცვის პრობლემა ესაა ალვარო არბელოა. ვეტერანის თამაში უფრო და უფრო უარესდება სეზონიდან სეზონამდე, მაგრამ თავისი უნივერსალურობისა და გამოცდილების გამო ალვარო არბელოა ჩვეულებრივ სათამაშო დროს ღებულობს. რაც უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს დანი კარვახალი, მით უფრო კარგი იქნება ეს "მადრიდის რეალის" დაცვის ხაზისთვის , როგორც ახლო ასევე მომავლისთვის.

2. გარეთ ბეილის ფორმა და პოზიცია

8 პრობლემა, რომელიც ანჩელოტიმ უნდა გადაწყვიტოს


ამაზე საუბარი აქტუალური უკვე "ბარსელონასთან" შეხვედრის შემდეგ იყო. 255 ნათამაშევი წუთის შემდეგ ბეილის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ეჭვის შეტანა შეიძლება მხოლოდ ესპანელი მეტოქეების სიძლიერის გამო (კონკრეტულად კი მათი დაცვის სიძლიერეში) და ასევე იმის გამოც, რომ თავის ადგილს ძირითად შემადგენლობაში კარგავს ანხელ დი მარია, მაშინ როცა არგენტინელი არამრტო "მადრიდის რეალის" გამორჩეული ფეხბურთელია, არამედ მთელი ძალით ამტკიცებს, რომ მზადაა მიწის ცხვირით მოსახნავად იმის გამო, რომ სათამაშო დრო მისცენ.

ძირითადად კითხვა შემდეგშია, "ჭირდება თუ არა "რეალს" გარეთ ბეილი"? და ეს კითხვე ჯერ ვერ პოულობს პასუხს. ყველაზე მეტად ამ ტრანსფერით ჯერჯერობით მოგებული მხოლოდ და მხოლოდ "არსენალი" დარჩა.

3. ფლორენტინო პერესის პოლიტიკა

ჟოზე მოურინიო იყო პირველი მწვრთნელი, რომელიც თავად აგებდა პასუხს "სამეფო კლუბის" სელექციურ პოლიტიკაზე. მისი ავტორიტეტი იმხელა იყო, რომ მას თვით ფლორენტინო პერესიც კი უსმენდა - ადამიანი, რომელსაც უყვარს ახალი სათამაშოების თვითნებურად ყიდვა.

ანჩელოტი ჯერჯერობით იძულებულია იმ სიტუაციით დაკმაყოფილდეს, რაც დახვდა. გარეთ ბეილის გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მის მოსვლამდე საკმაოდ ადრე დაიწყო, ხოლო მესუთ იოზილის წასვლის წინააღმდეგი კი კლუბში არავინ არ იყო.

იტალიელი სარგებლობს პატივისცემით პერესის მხრიდან, მაგრამ შედგების უქონლობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შენაძენებს კვლავ პრეზიდენტი განახორციელებს. გარდა ამისა, პერესის ოფისში ცურავენ ძალიან საშიში პირანიები - ჟურნალისტებისა და მადრიდული პრესის რედაქტორების სახით, რომლებსაც თავისი ფინანსების მსუყე ნაწილს სწორედ სამეფო კლუბის ბიუჯეტიდან ღებულობენ. ხოლო თუ რაოდენ ძნელი და რთულია ესპანურ პრესასთან ბრძოლა, ანჩელოტის შეუძლია გაიგოს თავისი წინამორბედისგან.

4. "ბარსელონა" და "ატლეტიკო"

სენიორ კარლომ მაშინვე გაიაზრა, რომ კატალონიურ კლუბს თავისებური მიდგომა ჭირდება, მაგრამ აი მიდგომა, რომელმაც სერხიო რამოსი ნახევარმცველად აქცია, ნამდვილად გიჟური იყო, ვიდრე ნოვატორილი. არაფერი სახიფათო არ მოხდა, ეხლაც, ჟოზემ თავისი პირველი კლასიკო უფრო დიდი ანგარიშით დათმო. მთავარი ისაა, რომ მწვრთნელს უფრო ეფექტური ტაქტიკის მოფიქრება მოუწევს მომდევნო შემთხვევისთვის - უცნობია, რამდენჯერ შეხვდებიან ერთმანეთს "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" ამ სეზონში.

გარდა ამისა, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" არანაკლებ მრისხანეა თავის მეზონლისთვის მიმდინარე სეზონში, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დერბიმ. "მადრიდის რეალის" ორივე მთავარი კონკურენტი ჯერ კვლავ სტაბილურად მიდიან აღებულ დისტანციაზე და პრაქტიკულად არ კარგავენ ქულებს."

5. მეკარის საკითხი

8 პრობლემა, რომელიც ანჩელოტიმ უნდა გადაწყვიტოს


დიეგო ლოპესის ჩემპიონატის შეხვედრებში, ხოლო იკერ კასილასის კი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში დაყენება ჩემი აზრით არ არის გადაწყვეტილება. ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის პრაქტიკა არარეგულარულია, თუ გავითვალისწინებთ ჩემპიონთა ლიგის და კოპა დელ რეის კალენდარს. იკერისთვის პრაქტიკის დაკარგვა არანაირად არ შეიძლება = რამოდენიმე ნიშანი თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამოვლინდა ტურინში გამართული შეხვედრებისას გამოსლების დროს. გარდა ამისა, წინ შესაძლოა მისთვის ბოლო ჩემპიონთა ლიგაა. მიუხედავად დელ ბოსკეს მხრიდან მისდამი გამოხატული უდიდესი ნდობისა, უფრო სტაბილური და უფრო კარგად გამოჩენილი ვალდესის, რეინას და ან დე ხეას გამოსვლებმა, შეიძლება "ფურია როხას" მწვრთნელი დააფიქროს პირველი ნომრის ცვლილებაში.

გარდა ამისა, საუბარია არამარტო უბრალოდ მეკარეზე, არამედ "მადრიდის რეალის" სიმბოლოზე და კაპიტანზე. როცა ამ დონის გავლენის მქონე ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე სხედან - ეს ნელი მოქმედების ბომბია. საერთო ჯამში "იუვენტუსთან" შეხვედრაში კასილასის კარგი თამაში დიეგო ლოპესის სავალლაო შეცდომების ფონზე კლასიკოში მიგვიყვანს იქამდე, რომ გულშემატკივრები და ჟუნალისტები გააძიერებენ ზეწოლას სამწვრთნელო შტაბზე მეკარეების ცვლილების მოთხოვნით.

6. ისკო

ესპნაეთის ლა ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა დიდებულად დაიწყო სეზონი. ჩანდა, რომ მისი სახით კლუბმა იყიდა არამარტო მესუთ იოზილის შემცვლელი, არამედ ახალი იმპულსი. მაგრამ როგორც კი ანჩელოტიმ გადააწყო სათმაშო სისტემა, "მალაგის" ექს ფეხბურთელმა დაკარგა თავის ადგილი.

ისკო კარგია თავდამსხმელის უკან ან ინსაიდერის როლში. ეხლანდელი სათამაშო სქემა მას უფრო უკან ნახევარდაცვისკენ დახევას აიძულებს, სადაც ის იძულებულია შავი სამუშაო შეასრულოს, ან ვინგერის როლი მოირგოს, რასაც ის არც თუ ისე ეჩვევა.

7. ცენტრალური თავდამსხმელის მოძებნა.

კარიმ ბენზემამ "სევილიასთნ" კარგად გამოჩინა თავი, მაგრამ კვლავ ვერ გაიტანა ტურინში, ასე რომ ძნელად მოსალოდნელია აპატიონ მას წინა შეცდომები და ჩაგდებები. "მადრიდის რეალს" ჭირდება ექსტრა კლასის ფორვარდი. უფრო კარგი იქნებოდა, თუ ეს რამოდენიმე თვის უკან მოხდებოდა. ზამთარში ანჩელოტი ალბათ უკეთესად შეარჩევს კანდიდატურას და ისე იზამს, რომ ეს კანდიდატურა პრეზიდენტმაც მოიწონოს.

8. ახალგაზრდების გამოყენება

8 პრობლემა, რომელიც ანჩელოტიმ უნდა გადაწყვიტოს


საუბარია არა მილიონებად შეძენილ ისკოსა ან ილარამენდიზე. "მადრიდის რეალს" აქვს შანსი საფუძველი ჩაუყაროს მთლიან დინასტიას, თუ დავთვლით 25 წლამდე იჭიერთა რაოდენობას, რომლებიც შემადგენლობაში ირიცხებიან. ვარანე და კარვახალი აუცილებლად უნდა განვიხილოთ, როგორც ძრითადის ფეხბურთელები უკვე ამ ეტაპისთვის.

მაგრამ არ ღირს ხესეს, მორატასა და ნაჩოს დავიწყება. სამივე მათგანი ღირსეულ ფეხბურთს აჩვენებს და უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ, ვიდრე თამაშის დასრულებამდე 5 წუთს. ბოლოს და ბოლოს, "მადრიდის რეალისთვის" არც თუ ისე კარგი ხოსე კალეხონი ეხლა "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია (ჰამშიკთან ერთად). dle 10.1

  • shvela
  • 6 ნოემბერი 2013
  • 5116
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (72)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)