მარსელო და ხესე: "რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს"

მარსელომ და ხესემ, მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.


მარსელომ რამოსის მარჯვენა ფლანგზე თამაშზე ისაუბრა: "არ გამკვირვებია მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. ანჩელოტი ჩვენ გვენდობა, რაც თავდაჯერებულობას გვმატებს."

ბრაზილიელმა მეკარეებზეც გააკეთა კომენტარი: "გვყავს ორი საოცარი მეკარე, რომლებიც სათამაშოდ მუდმივად მზად არიან. როდესაც ისინი თამაშობენ, მატჩს უმაღლეს დონეზე ატარებენ."

როდესაც ჰკითხეს კრიშტიანუ რონალდუს ფორმაზე, "რეალის" მარცხენა მცველმა უპასუხა: "ის ყოველთვის კარგია, ბევრს ვარჯიშობს. რა თქმა უნდა, რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს, მაგრამ მისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა და არა ინდივიდუალური."

"ბოლო მატჩებში ბევრად უფრო კარგად გამოვიყურებით და უფროდაუფრო ვიხვეწებით. ვიცით, რომ "რაიოს" წინააღმდეგ მე-2 ტაიმში საუკეთესო თამაში არ ვაჩვენეთ, თუმცა ყველა შეცდომებისგან სწავლობს და დღეს ვაჩვენეთ, რომ კარგად თამაში დაცვაშიც შეგვიძლია და თავდასხმაშიც,"-განაცხადა მარსელომ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ხესემაც გააკეთა: "მშვენიერი მატჩი გამოდგა, მშვენიერ ატმოსფეროში. მიყვარს ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღება. ჩვენს წინააღმდეგ დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რადგან ისინი, რა თქმა უნდა, უკეთესები არიან."

"რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუ შეაქო: "საოცარია გოლების ის რაოდენობა, რომელთა გატანაც რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო. ის იმდენ გოლს იტანს, რომ მათი დათვლა უკვე რთულია. ის ძალიან გახარებულია, რომ ასეთ დონეზე ასპარეზობს."

კასილასზე ხესემ განაცხადა: "იკერი ფანტასტიკური მეკარეა, რომელიც ყოველ მატჩში უფრო და უფრო კარგ თამაშს აჩვენებს. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ორი ასეთი დიდებული მეკარე გვყავს."

"მწვრთნელი კვლავ ამყარებს ჩემზე იმედებს. მადრიდის "რეალში" თამაში მარტივი არაა, ბევრი ვარჯიში მჭირდება. თუ სათამაშო დროის მიღება მინდა, ასე უნდა განვაგრძო. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მომავალ შეხვედრაში 3 ქულა აუცილებლად უნდა ავიღოთ."

წყარო: Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)