ანჩელოტი: „მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ“

კარლო ანჩელოტიმ, „იუვესთან“ ნამატჩევს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ და ეს შემტევების დამსახურებაა, რომლებიც სრული დამაჯერებლობით მოქმედებდნენ.რაც შეეხება პირველ ნახევარს, „რეალი“ სიღრმიდან თამაშობდა.რამდენიმე ეპიზოდში ნახევარმცველების პოზიის დაკარგვით, პოგბასა და მარკიზიოს იერიშები მივიღეთ, თუმცა შესვენების შემდეგ, სიტუაციის დალაგება მოვახერხეთ.ჩემმა შეგირდებმა დიდი ზეწოლა განახორციელეს მეტოქეზე.“

„კარვახალიცა და არბელოაც სრულ მზადყოფნაში არიან, თუმცა რამოსის დაყენება ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.როდესაც „იუვე“ მადრიდში ჩამოვიდა, ჩვენ საკმაოდ მოვიკოჭლებდით მეორე სართულზე ბრძოლაში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე განმეორებით მატჩში სერხიოს გამოყვანა მარჯვენა ფრთაზე.რა თქმა უნდა, ის ცენტრალური მცველია, თუმცა ითამაშებს იქ, სადაც გუნდს დასჭირდება ხოლმე.ვფიქრობ, მან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.“

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვარანი მხოლოდ 20 წლისაა.ეს ფეხბურთელი ექსტრაორდინარული ნიჭის მატარებელია და მჯერა, რომ მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდება.რა თქმა უნდა, სრულყოფილებამდე შეცდომებიც იქნება.“

„კასილიასმა ფანტასტიკური თამაში ჩაატარა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც 2 დიდებული სეივი შექმნა.ნამდვილად გვიმართლებს, რომ გუნდში 2 საუკეთესო მეკარე გვყავს.ვიცი, რომ იკერისთვის ხშირად მოედანზე არ გამოსვლა რთულია, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალაი და ყოველთვის მზადაა სათამაშოდ.“

„ჩვენი წინახაზელები ძალიან სწრაფები არიან.გახსნილი თამაშის პირობებში, მათ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.“

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)