კარლო: „არსებობენ კარგი ფეხბურთელები და არსებობს კრიშტიანუ“

კარლო ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


როტაცია: „აღნიშნული პროცესი, ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას აძლევს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება მათ ფიზიკურ კონდიციებზე.გოლები, რომლებიც ბოლო პერიოდში გავუშვით, ნამდვილად არარის როტაციის დამსახურება.ამას უფრო, ბალანსის დაკარგვას, რწმენის გაქრობასა და ცუდ დაცვას დავაბრალებდი.“

„იუვენტუსი:“ „ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველოდება.რასაკვირველია, „იუვეს“ გაცილებით მეტი პრობლემა აქვს ჯგუფში, თუმცა მატჩი ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელობას ატარებს, რამეთუ რაც უფრო მალე მოვიპოვებთ 1/8 ფინალურ საგზურს, უკეთესია.“

ბალანსი: „ეს სიტყვა საკმაოდ მარტივია.დაცვაში განვითარებული მოვლენები არ მახარებს, მაგრამ შესანიშნავად ვთამაშობთ წინა ხაზში.საჭიროა ბალანსის მოძიება.“

ჩაბი ალონსო: „ბასკი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა ილიარაც დიდებულ სამუშაოს ასრულებს.ვფიქრობ, მისი დაბრუნებით დაცვაში ბევრი პრობლემა მოგვარდება.“

შემტევი ტრიო: „საბედნიეროდ, ისინი კარგად შეეწყვნენ და ჩინებულად თამაშობენ.“

ცვლილებები: „როტაციაში პრობლემას ვერ ვხედავ, რამეთუ ის 2 ნიუანს შეიცავს.პირველი, არ არის ტრავმები, თუ არ ჩავთვლით კოენტრაუუს დაზიანებას და მეორე, ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან.“

სასტარტო: „მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვარანი საწყისი წუთებიდან ჩაერთვება თამაშში, ხოლო პეპესა და რამოსს შორის, არჩევანის გაკეთება მომიწევს.“

კონტეს ტაქტიკა: „მეტოქის ტაქტიკა „ბერნაბეუზე,“ სიურპრიზი იყო ჩვენთვის.ვერ გეტყვით, შეცვლის თუ არა ანტონიო რამეს, მაგრამ ფაქტი ერთია, ისინი დიდი ინტენსიურობით იასპარეზებენ.“

შევჩენკოს, ინძაგისა და დროგბას შემდეგ მადრიდელთა შეტევა.რომელია საუკეთესო: „რთულია შეადარო განსხვავებული სტილი და გავსხვავებული გუნდები.ფეხბურთი იცვლება, მაგრამ იმას, რასაც 3 ფორვარდი აკეთებს, ჩემთვის საინტერესოა.“

„მილანი:“ „ვგონებ, საკმაოდ რთული ვითარებაა მილანური კლუბის ირგვლივ და იმედია, ყველაფერი უახლოს პერიოდში მოგვარდება.გალიანი ტოპ დირექტორია და მას რონალდუს შევადარებდი.არსებობენ კარგი ფეხბურთელები და არსებობს რონალდუ.ანალოგიურს ვიტყოდი გალიანიზეც.არსებობენ კარგი დირექტორები და არსებობს გალიანი.“

as.com


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)