მოდრიჩი: „„იუვე“ დიდებული გუნდია“

„რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, კლუბის სპონსორთან ინტერვიუ ჩაწერა.


„რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ თითოეულ დაპირისპირებაში საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი და გუნდს დახმარება გავუწიო.ბუნებრივია, ნებისმიერი მატჩისთვის, ერთა და იმავე ტემპითა და მონდომებით ვემზადებით.ლა ლიგისა თუ ლიგის თამაშებამდე მოსამზადებელი პერიოდი, არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.“

„კარიერაში საუკეთესო მომენტს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ჩემთვის დაუვიწყარია დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მადრიდში გადმოსვლა და გოლი „ოლდ ტრაფორდზე,“ თუმცა მჯერა, რომ წინ კიდევ უფრო საუკეთესო მოვლენები მელოდება.“

„ჩემი ერთი-ერთი ფუნქცია მოედანზე, ნაყოფიერი დაცვის განხორციელებაა.ამასთანავე, ვცდილობ, თანაგუნდელებს დავეხმარო მეტოქისთვის ბურთის სწრაფად ართმევაში.“

„ეჭვგარეშეა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევს.ვცდილობ, თითოეული ეპიზოდისგან დიდი სიამოვნება მივიღო.“

„სამეფო კლუბში ბუმბერაზ ფეხბურთელებს უთამაშიათ.გამოსაყოფია, ზიდანი, რაული, დი სტეფანო, პუშკაში.ვფიქრობ, ამათ გვერდით ღირსეულ ადგილს იკავებს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც გუნდის აწმყო, წარსული და მომავალია.რაც შეეხება ჩემი ბავშვობის კუმირს, ის გახლდათ ზვონიმერ ბობანი - ცნობილი ხორვატი მოთამაშე.10 წლის განმავლობაში „მილანის“ ღირსებას იცავდა.“

„რასაკვირველია, ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში.რომელიმეს გამოყოფა მიჭირს, რამეთუ ყველა ძალიან კარგები არიან.“

„„იუვენტუსი“ დიდებული გუნდია და პატივისცემით ვეკიდებით ტურინელებს, თუმცა მათი არ გვეშინია.“

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)