თავსატეხი, სახელად გარემარბი

ამჟამინდელი ფორმაციის „რეალში,“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, დაცვის ფრთებზე მოთამაშე ფეხბურთელების უღიმღამო თამაშია.


„„ვალეკასზე“ მოგებულ მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში კარვახალი და კოენტრაუ გამოჩნდნენ, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ თამაში არბელოამ და მარსელომ დაასრულეს.90 წუთის განმავლობაში, ანჩელოტიმ ერთმანეთის მიყოლებით 4 გარემარბი გამოცადა, თუმცა არა მგონია შედეგით კმაყოფილი იყოს.

ალბათ, ყველა ნაკლები პრეტენზია კოენტრაუსთან უნდა გვქონდეს, რომელიც უფერული პრე-სეზონის შემდეგ, ტრავმების ალყაში მოექცა და სათამაშო წუთების ნაკლებობის გამო შორსაა იდეალური კონდიციებისგან.უკანასკნელი სიტყვების მორგება შეიძლება მარსელოზეც, რომლისგანაც უდავოდ უკეთესს თამაშს ვართ შეჩვეულნი.„რაიოს“ წინააღმდეგ, ბრაზილიელი ვერც წინ მიდიოდა შედეგიანად და ვერც დაცვაში ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს.მეტიც, მეორე პენალტის დანიშვნაში, სწორედ მისი ბრალეულობა იკვეთება.

არასახარბიელო სიტუაციაა დაცვის მარჯვენა ფლანგზეც, სადაც ტაქტიკურად ძლიერი არბელოა, მისთვის შეუფერებელ არასტაბილურ ფეხბურთს აჩვენებს.ვფიქრობ, ჯერ კიდევ გახსოვთ „სევილიასთან“ შერკინება და ალვაროს კატასტროფული თამაში.ბუნებრივია, მხოლოდ 1 მატჩით არ გამოგავქვს დასკვნები.ის სეზონის სტარტიდან დღემდე, სრულიად უსარგებლოდ ირჯება, რასაც ვერ ვიტყვით კარვახალზე, თუ არ ჩავთვლით გუნდის ბოლო შეხვედრას, სადაც წითელ ბარათსაც კი იმსახურებდა დანი, თუმცა მსაჯმა რატომღაც დაინდო.არადა, „ბაიერიდან“ დაბრუნებული მადრიდისტა, ნაყოფიერად გამოვიდა „ნოუ კამპზე“ და წინა თამაშებშიც.

იმედია, დაცვის ფრთებზე მოასპარეზე მცველები, რაც შეიძლება მალე მოეგებიან გონს.

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)